ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში წერია, რომ ანაკლიის კონსორციუმის უკან აშშ იდგა, რაც არასწორია

23 იანვარი 2020, 19:50 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამის რამდენიმე მაგალითი დაასახელა. 

მისი თქმით, წერილში ერთ-ერთი ნაწილი ეხება ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც როგორც წერილში წერია, ასოცირებულია პროპორციული არჩევნების შესახებ კენჭისყრის ჩავარდნასთან.

„ანუ, გვეუბნებიან, რომ 14 ნოემბრის შემდეგ პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობდა. თქვენ გახსოვთ, რომ 20 ივნისის შემთხვევაში იყოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რაც ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს ნიკა მელიამ, მიხეილ სააკაშვილმა, რასაც მოჰყვა გრიგოლ ვაშაძის ძალიან საინტერესო აღიარება იმის თაობაზე, რომ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა. ეს აღიარებები და წამოცდენები არის ძალიან საინტერესო და ამას პასუხი გაეცემა ოქტომბრის არჩევნებში.

რაც შეეხება 20 ივნისს, კონკრეტული ზომები იყო მიღებული არა მშვიდობიანი დემონსტრანტების, არამედ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტში შეჭრას. 

ამას მოჰყვა მშვიდობიანი მანიფესტანტების ჯანმრთელობის დაზიანებაც, რაც იყო ყველაზე მძიმე. რაც შეეხება 14 ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, პოლიციას არც ერთ შემთხვევაში არ უძალადია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. შესაბამისად, ამ წერილში არის ხარვეზი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე შეფასებით, კიდევ ერთი ხარვეზი ანაკლიის პორტის საკითხს ეხება. „საუბარია ანაკლიის პორტის პოლიტიზირებაზე. ვინ ახდენს ამ საკითხის პოლიტიზირებას, კარგად ხედავს საზოგადოება - ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება.

თუ იყო ასეთი გლობალური სტრატეგიული ინტერესი, რაზეც ამ წერილშია საუბარი, კონსორციუმს ინვესტორის მოძიება არ გაუჭირდებოდა. ამ შემთხვევაშიც ფაქტები არის დამახინჯებული. 

ასევე წერია, რომ კონსორციუმის უკან იდგა აშშ, რაც ასევე არასწორია. პროექტის მხარდამჭერი პირველ რიგში არის საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს.

კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამ პროექტის მხარდამჭერები ვართ ჩვენ, მაგრამ აქ რაზეა საუბარი - მოცემულობის არასწორად შეფუთვა ხდება და საუბარი არის რაზე - რომ თითქოს ამ პროექტის განხორციელება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს სურდა და ამისთვის იდგა სახელმწიფო კონკრეტული კონსორციუმის უკან, რაც არასწორია, რადგან აშშ, როგორც სახელმწიფო არ იდგა კონსორციუმის უკან. ეს იყო არსებითად ქართული კომპანია თავისი ქართველი ლიდერებით. ჯერ დაიწყეს დასავლური კომპანიების მოზიდვა, რაც ვერ მოახერხეს და შემდეგ გადავიდნენ სხვა კომპანიებზე და ესეც ვერ მოახერხეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.   

რაც შეეხება სოციალური ქსელის გამოყენების თემას, მმართველი გუნდის წევრის შეფასებით, Facebook-ის შემთხვევაში ეწერა, თითქოს „ქართული ოცნება“ აღვივებდა ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ გრძნობებს.

„ეს ხომ ტყუილია, ასეთი კონტენტი არსად ვრცელდებოდა, Facebook-ში მილიონი ქართველია გაწევრიანებული და ყველა ხედავს, რა შინაარსი ვრცელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

კიდევ ერთი თემა, რაზეც წერილშია საუბარი, სისხლის სამართლის ძველი საქმეების ხელახლა წამოწყებაა. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„წერილში წერია - პოლიტიკური ფიგურები, მედია ოპერატორები, აქ საუბარია ძველ საქმეებზე. თუ იცით, ძველი საქმე, რომელიც მედია ოპერატორებზე არის აღძრული?! არის ერთადერთი საქმე, რომელიც ეხება ნიკა გვარამიას და ეს არ არის ძველი. ანუ, აქ ტყუილია გაპარული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მან ამერიკული კომპანიების შევიწროების თემაზეც ისაუბრა, რომელშიც „ფრონტერა“ იგულისხმება. 

„ეს სრული საოცრებაა. შეგიძლიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებები ამოიღოთ, თუ რას ფიქრობენ ისინი „ფრონტერაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ორპარტიულ მხარდაჭერას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს აშშ-ის მხრიდან ფიქსირდება კონკრეტულ დოკუმენტებში და ამას არაფერი ემუქრება იქედან გამომდინარე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.

ოთხმა კონგრესმენმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით 22 იანვარს მიმართა

გარდა ამისა, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

მანამდე კი ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ

05.02.2020 10:05

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი აშშ-ში ვიზიტზე: ეს იქნება კარგი საშუალება, სტრატეგიულ პარტნიორთან ყველაფერზე გულწრფელად ვისაუბროთ

04.02.2020 23:56

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე: ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მივაწოდე

04.02.2020 23:44

ირაკლი კობახიძე: შეცდომა კი არ გაეპარათ, ის გაეპარათ, რომ ბათუ ქუთელია მიუთითეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი

04.02.2020 16:06

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური პარტიები დაკავებულები არიან მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებიც მათი პარტიებისთვისაა საინტერესო

04.02.2020 14:59

ირაკლი კობახიძე

კობახიძემ სტრასბურგში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანა განმარტა

27.01.2020 18:47

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE