23 იანვარი 2020, 19:45 / სანდო წყარო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ რეაგირება სხვადასხვა ფორმით იქნება და მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.
„პირველ რიგში ვგულისხმობ კომუნიკაციას წერილის ავტორებთან. თებერვალში უკვე არის დაგეგმილი ჩვენი წარმომადგენლის ვიზიტი. კონგრესმენების წერილში არის ტექნიკური, ფაქტობრივი უზუსტობა და ხარვეზი, რასაც თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს. ეს მიზეზი ჯერ არ ვიცით. ამიტომ დაგვჭირდება კომუნიკაცია წერილის ავტორებთან. დღემდე, ადამ კინზინგერთან შეხვედრის საშუალება გვქონდა, თუმცა ეს როგორც ჩანს საკმარისი არ აღმოჩნდა. მომავალში, ჩვენ უნდა დავეხმაროთ კინზინგერს, რომ მის წერილში ფაქტობრივი უზუსტობები არ იყოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს ინტენსიური კომუნიკაცია სხვების მხრიდან, ეს შეიძლება იყოს ლობისტური ხელშეკრულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა ოპონენტებისა, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისა, კონგრესმენებთან შესაძლოა, მუშაობენ კონკრეტული ამერიკელი პოლიტიკოსებიც.
„ერთ-ერთი ასეთი კონტრაქტი გაუმჟღავნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც დააკონტრაქტეს ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარის მოადგილე. ამ ხელშეკრულებით კონკრეტული პოლიტიკოსი იღებს პასუხისმგებლობას, რომ შენს მიმართ საჯარო მხარდაჭერა უზრუნველყოს.
ოპოზიცია ცდილობს ამ ყველაფრის დრამატულად ჩვენებას. სინამდვილეში, კონგრესმენების განცხადებები გვახსოვს 2012 წლამდეც - რომ იყო დემოკრატიული გარემო, ციხეებში ყველაფერი კარგად იყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ არავინ იყენებდა ძალას და ა.შ. მაშინაც იყო კონგრესმენების წერილები, რომელიც ხელს აძლევდა „ნაცმოძრაობას“, დღესაც არის, მაგრამ ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს სიმართლე და 2012 წელსაც სიმართლემ გაიმარჯვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოთხმა კონგრესმენმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით 22 იანვარს მიმართა.
გარდა ამისა, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში„საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.
მანამდე კი ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
09.02.2020 21:42
06.02.2020 21:57
05.02.2020 09:31
04.02.2020 14:59
04.02.2020 08:47
23.01.2020 20:35
23.01.2020 19:50