ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

16 თებერვალი 2020, 15:29 / სანდო წყარო

კახა კალაძე

კახა კალაძე

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტებს რეზოლუციის ტექსტში არასწორი ინფორმაციის შეტანა უნდოდათ, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო.

„რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს ოპონენტებთან. რეზოლუციაზე როდესაც მიდიოდა მუშაობა, მათ ჰქონდათ სურვილი, რომ განხორციელებულიყო შესწორებები, ანუ ჩაწერილიყო სხვადასხვა არასწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რასაც, რა თქმა უნდა, არ მოჰყვა მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან და ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან“, - განაცხადა კალაძემ. 

მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეზოლუცია არ მიეღოთ და ამისთვის განსაკუთრებით „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებთან იმუშავეს. კალაძემ კვლავ გაუსვა ხაზი იმას, რომ დესტრუქციული ოპოზიციისთვის, კერძო ინტერესები ისევ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგას. 

„ყველაზე დიდი უბედურობა არის ის, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, ცდილობენ, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას, ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჩვენ გვახსოვს პროცესი, როდესაც ვიზალიბერალიზაციის მიღება ხდებოდა, თუ როგორ დარბოდნენ ოთახებიდან ოთახებში, რომ როგორმე მომხდარიყო ხელის შეშლა. ეს არის ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს საზოგადოება გააოცეს და აჩვენეს ყველას თუ როგორი არ უნდა იყო ხელისუფალი, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და დღეს ისინი აჩვენებენ ყველას, როგორი არ უნდა იყო ოპოზიციაში“, - აღნიშნა თბილისი მერმა. 

მან განმარტა, რომ კომიტეტის სხდომის რეზოლუციის გარეშე დასრულება საგანგაშო არ არის და მომდევნო სხდომაზე მას აუცილებლად მიიღებენ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

კორონავირუსი

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა. Euronews-ის ინფორმაციით, ეს ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. „80 წლის ჩინელი ტურისტი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 25 იანვარს მოათავსეს, გუშინ საღამოს გარდაიცვალა“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბუზინმა.

15.02.2020 14:20

მსგავსი სიახლეები

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი: გავაგრძელებთ სხვადასხვა მხარესთან საუბარს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიტუაცია განვითარდეს

10.02.2020 20:52

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე პირად შტაბს ხსნის

08.02.2020 11:44

გრიგოლ ვაშაძე: ე.წ. გერმანულ მოდელზე ეუთო-მ გასცა კომპეტენტური პასუხი, რომ ის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

06.02.2020 14:55

კახა კალაძე

კახა კალაძე: არჩევნების 100/50-ის პრინციპით ჩატარება ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალია

05.02.2020 15:29

მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპონენტებს შორის პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გაიმართება

03.02.2020 17:57

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს

31.01.2020 14:27

კახა კალაძე: რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტის შესახებ მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციები გვექნება

29.01.2020 17:45

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE