ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება

14 თებერვალი 2020, 14:15 / სანდო წყარო

ტომაშ პეტრჟიჩეკი

ტომაშ პეტრჟიჩეკი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტომაშ პეტრჟიჩეკის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება. მისივე თქმით, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიალოგიც დემოკრატიის ნაწილია და არსებობს საკითხები, რომლებზეც კონსენსუსია საჭირო.

„2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება. ევროპა ელოდება ყველა სტანდარტის დაცვას. ასევე მნიშვნელოვანია კონსენსუსი ძირითად საკითხებზე, რეფორმები. მიმდინარეობს საუბარი ევროკავშირთან, თუ როგორ გამოვიყენოთ სამომავალოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობა იმისათვის, რომ ეფექტიანი სარგებელი მიიღოს ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა.

ჩვენ ვართ მზად დაგეხმაროთ ამ პროცესში და ეს მზადყოფნა არაერთხელ დავაფიქსირეთ. მე ჩემს კოლეგასთან ბევრ საკითხს განვიხილავ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიალოგიც არის დემოკრატიის ნაწილი. არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსია საჭირო. მე გავიგე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავების შესახებ, მაგრამ დეტალები ამ ეტაპზე არ ვიცი“, - განაცხადა პეტრჟიჩეკმა.

13 თებერვალს, სტრასბურგში საქართველო - ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა, ერთობლივი დეკლარაციის მიღება ვერ შეძლეს. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეა საუბარი, თუმცა დღეს ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს.

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

კორონავირუსი

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა. Euronews-ის ინფორმაციით, ეს ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. „80 წლის ჩინელი ტურისტი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 25 იანვარს მოათავსეს, გუშინ საღამოს გარდაიცვალა“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბუზინმა.

15.02.2020 14:20

კურტ ვოლკერი

კურტ ვოლკერი: საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია დიალოგის გზით უნდა აღმოიფხვრას

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, კურტ ვოლკერის განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია დიალოგის გზით უნდა აღმოიფხვრას. მისივე თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ დაძაბულობის აღმოფხვრა ორივე დაპირისპირებული მხარის ინტერესში შედის.

15.02.2020 13:26

მევლუთ ჩავუშოღლუ

მევლუთ ჩავუშოღლუ: ნატოს ასპირანტ ქვეყნებს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიენიჭოთ

თურქეთი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მიუნხენში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

15.02.2020 13:03

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა შესაძლოა უცხოელ ლიდერებთან მის საუბრებზე წვდომა შეზღუდოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან შესაძლოა შეცვალოს სტანდარტული პროტოკოლი, რომელიც თეთრი სახლის მაღალჩინოსნების მიერ უცხოელ ლიდერებთან აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრების მოსმენას ითვალისწინებს.

15.02.2020 12:53

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1523-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2641 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.

15.02.2020 08:09

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია: ივანიშვილს ჰგონია, რომ თუ მეტ ფულს დახარჯავს, ეს ქვეყანაში არსებულ რეალობას დამალავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ლეგალურად კონსულტანტების დაქირავების უფლება ქვეყანასაც და ნებისმიერ სუბიექტსაც აქვს, თუმცა, მეტი დახარჯული ფულით ქვეყანაში არსებული რეალობა ვერ დაიმალება.

14.02.2020 15:38

მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ანგარიში: ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება

07.02.2020 18:35

ევროპული საქართველო

დავით ბაქრაძე: ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შესათანხმებლად ოპოზიციაში კოორდინაცია და შეთანხმება მიმდინარეობს

06.02.2020 11:47

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, უკეთესი იქნება მათთვის

06.02.2020 11:33

ევროპის სახალხო პარტია

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მთავრობას მიმართავს

05.02.2020 01:05

ნატო საქართველო

ლუკ კოფი: ნატომ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო ალიანსში მიიღოს

04.02.2020 18:18

ირაკლი კობახიძე

კობახიძემ სტრასბურგში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანა განმარტა

27.01.2020 18:47

ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება

27.01.2020 17:02