ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი კობახიძე: გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტარებს ერთადერთი კითხვა აქვთ, რატომ მოხდა ეს საარჩევნო წელს

12 თებერვალი 2020, 00:07 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, უკავშირედება თუ არა ეს საქმე არჩევნებს და ხომ არ არის აქ პოლიტიკური მოტივი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„იყო ძალიან საინტერესო დისკუსია. ჩვენ შევეხეთ ყველა თემას. ჩვენი ამოცანა იყო, დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა პარტნიორებისთვის. რაც შეეხება გიგი უგულავას, საზოგადოებას რა ინფორმაციაც აქვს, ის ინფორმაცია მივაწოდეთ ევროპარლამენტარებსაც. ავუხსენით, რომ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას საარჩევნო მიზნებისათვის. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ არც საქართველოში და არც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ კითხვები არ არის საქმის დეტალებზე. გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, უკავშირედება თუ არა ეს საქმე არჩევნებს და ხომ არ არის აქ პოლიტიკური მოტივი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ და დეტალური განმარტება მივეცით. ყოველი წელი საქართველოში პრაქტიკულად საარჩევნოა და თუ ასე გავყვებით გამოძიების დროს, მაშინ ვერანაირი გამოძიება ვეღარ ჩატარდება საქართველოში. საქმის შინაარსთან დაკავშირებით აქ კითხვები არ ყოფილა და ეს კითხვები არც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში და თუ ვინმე დაზიანდა იმ გადაწყვეტილებით, რაც სასამართლომ უგულავას საქმეზე მიიღო, ეს არის მმართველი გუნდი. 

„ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სასამართლო და პროკურატურა იყოს დამოუკიდებელი. ამ მიმართულებით ჩვენ 2012 წლის შემდეგ მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ. ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში. თუ ვინმე დაზიანდა იმ გადაწყვეტილებით, რაც უზანაესმა სასამართლომ მიიღო, ეს არის მმართველი გუნდი. თუ ჩვენ პოლიტიკურად შევხედავთ სიტუაციას, დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, თუ მოგვიწოდებენ სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, პროცესების გამჭვირვალობიკენ, მაშინ ეს არის ზუსტად ნათელი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია“, - აღნიშნა კალაძემ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: კითხვებიც არ ისმის, იყო თუ არა გაფლანგული 48 მილიონი ლარი

11.02.2020 19:03

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხილება ადრე პოლიტიკურად არასწორი იყო

10.02.2020 00:02

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ODIHR-მა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ოპოზიცია, რომელმაც ამ უხერხულობის გადაფარვა ტყუილით სცადა

06.02.2020 18:02

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ეუთოში გააგზავნა საარჩევნო კოდექსის გერმანული მოდელის დამახინჯებული ვარიანტი და პასუხიც მიიღო შესაბამისი

06.02.2020 11:25

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი ამერიკელ პარტნიორებს დაჰპირდა, რომ 2012 წელს დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესი გაგრძელდება

05.02.2020 12:34

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის ის, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მოგვცეს

05.02.2020 12:32

ირაკლი კობახიძე

კობახიძემ სტრასბურგში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანა განმარტა

27.01.2020 18:47