ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციამ უგულავას განაჩენი მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლის საბაბად გამოიყენა

11 თებერვალი 2020, 23:03 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის შტურმით აღების მცდელობის შემდეგ ოპოზიციური ძალები იძულებულები გახდნენ, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, თუმცა ყველა ამ შეხვედრაზე ისინი ეძებდნენ საბაბს, რომ როგორღაც გასულიყვნენ ამ პროცესიდან. უგულავას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი მათ სწორედ ასეთ საბაბად გამოიყენეს, - ამის შესახებ გადაცემა „არენაში“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ყველა სისტემა პოლიტიკის მიღმა უნდა ფუნქციონირებდეს.

„პროკურატურამ უნდა აკეთოს თავისი საქმე, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტებმა. რა უნდა გაგვეკეთებინა? ჩავრეულიყავით სასამართლო ხელისუფლებაში და გვეთქვა, რომ გადაწყვეტილება ახლა არ გამოეტანათ? მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იგეგმებოდა პარლამენტის შტურმის აღება. როგორი მოწოდებები ჰქონდათ ამ ლიდერებს, ერთ-ერთი მათგანის წინააღმდეს საქმეც არის აღძრული. ჩვენ ვიხილეთ დესტრუქციული, რევანშისტული მოქმედებები. პარადოქსია, როგორი განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ჯგუფები დადგნენ ერთად და თითქოს ქადაგებენ დემოკრატიას. ვის რა პოლიტიკური ორიენტაცია აქვს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ისინი მოლაპარაკებათა მაგიდასთან ჩვენს გამო არ სხდებიან.

რეალურად, მათ არასდროს ჰქონიათ სურვილი, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ჯგუფს, რომელსაც რევანშის სურვილი ამოძრავებს, მშვიდობა ქვეყანაში არ აწყობს. გავიხსენოთ ბათუმის მოვლენები, პარლამენტის შენობის შტურმით აღების მცდელობა. ეს არ გამოუვიდათ, საერთაშორისო პარტნიორების წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ და იძულებულები გახდნენ, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. თუმცა ყველა ამ შეხვედრაზე ისინი ეძებდნენ საბაბს, რომ როგორღაც გასულიყვნენ ამ პროცესიდან. უგულავას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი მათ სწორედ ასეთ საბაბად გამოიყენეს. რეალურად ეს განაჩენი გიგი უგულავას და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. ისინი დღეს ბედნიერები არიან, ვინაიდან სწორედ „ქართული ოცნებას“ არ აწყობს ამ სიტუაციაში ვინმეს პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: კითხვებიც არ ისმის, იყო თუ არა გაფლანგული 48 მილიონი ლარი

11.02.2020 19:03

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი: გავაგრძელებთ სხვადასხვა მხარესთან საუბარს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიტუაცია განვითარდეს

10.02.2020 20:52

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი: მე ბავშვები ვიცი, ჯართის მოპარვისთვის 5 და 6 წელი ახეხინეს ციხეები

10.02.2020 20:12

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია ჩემთანაა დაკავშირებული

10.02.2020 09:00

ოთარ კახიძე სააკაშვილის შტაბზე: არსად მისვლა პრობლემა არ არის, ამაში შემაშფოთებელი არაფერია

10.02.2020 00:00

გიგი უგულავა

ოპოზიციამ პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია გადადო

04.02.2020 10:10

მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპონენტებს შორის პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გაიმართება

03.02.2020 17:57