ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი კობახიძე: 100/50 მოდელის პირობებში ვერცერთი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებს

10 თებერვალი 2020, 00:04 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

100/50-ზე ყველაზე ოპტიმალური საარჩევნო მოდელია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა. 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ასეთი სისტემა რეგიონებში მაჟორიტარების რაოდენობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ციფრების სხვა გადანაწილებით კი მსხვილი საარჩევნო ოლქები ნაკლები მაჟორიტარით იქნება წარმოდგენილი. 

„აქ უკვე მაჟორიტარი თავის თავს ახალ მოდელში ვერ ხედავს. ჩვენ კი არ ვთამაშობთ, როცა გარკვეულ ციფრებზე ვსაუბრობთ. 100/50 არის ის უკიდურესი ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ამ მოდელის გატანის საშუალებას პარლამენტში. ანუ არის უფრო მეტად პროპორციული. აქ არსებითი რა არის - ვერცერთი პარტია ამ მოდელის პირობებში ვერ იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ანუ 113 მანდატის მიღების პრაქტიკული რესურსი უკვე აღარ არსებობს, მაშინ როდესაც 77/73 პირობებში, იმ სურათიც, რომელიც ახლა არის ჩამოყალიბებული, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება თავისუფლად შეგვიძლია“, - განაცხადა დეპუტატმა. 

კობახიძის თმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე სხვა მოდელზე შეთანხმების შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ პარლამენტი შეთავაზებულ ცვლილებებს არ დათანხმდება. 

„წარმოიდგინეთ, რომ წავიდეთ კომპრომისზე. პარლამენტი იღებს ბოლოს გადაწყვეტილებას. მაჟორიტარებმა მიიღეს უკვე ერთი გადაწყვეტილება. 40-მა მაჟორიტარმა თქვა, რომ იყო მათთვის მიუღებელი პროპორციული სისტემა. და ახლა იგივე მაჟორიტარებს ვეუბნებით ჩვენ, რომ მათი სამოჟარიტაროები უქმდება, ოღონდ სხვა ფორმით. 50-ში საკუთარ თავს დაინახავენ მაჟორიტარები, 25-ში ვერაფრით ვერ დაინახავენ საკუთარ თავს. ამაშია პრინციპული განსხვავება. ამიტომ, ისე რომ მოხდეს, რომ ჩვენ, 5 კაცი მაგიდასთან შევთანხმდეთ რაღაცას და მეორედ ჩაგვივარდეს უკვე კონსტიტუციური კანონპროექტი, ეს იქნება ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მძიმე დარტყმა და ამაზე ვერ წავალთ. ამიტომ ვთავაზობთ ოპოზიციას ისეთ მოდელს, რომელიც გატანადი იქნება პარლამენტში და არ ჩაგვივარდება წინააღმდეგობის გამო“, - აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ მოდელს სხვა ვარიანტებს მხოლოდ იმიტომ უპირისპირებს, რადგან შეთანხმების მიღწევა არ სურთ. 

„ეს თუ არის მათი თვითმიზანი, და არ გამოვრიცხავ, რომ ეს მათთვის იყოს თვითმიზანი, ამ შემთხვევაში შეთანხმება, ბუნებრივია, ვერ შედგება. 100/50 არის გატანადი, ამის იქით უკვე აღარ არის გატანადი. და თუ შეგნებულად გვიყენებენ ისეთ ინიციატივას, რომელსაც იციან, რომ ვერ გავიტანთ, ამ შემთხვევაში შეთანხმება, ბუნებრივია ვერ შედგება და ეს იქნება, რა თქმა უნდა, ოპოზიციის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კობახიძემ. 

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: კარგი იქნება, თუ დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას კეთილგონიერებისკენ მოუხმობენ

11.02.2020 21:32

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხილება ადრე პოლიტიკურად არასწორი იყო

10.02.2020 00:02

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი: საარჩევნო მოდელის კონსტიტუციურობაზე ეუთო/ოდირისადმი არც ერთი კითხვა არ დასმულა

06.02.2020 17:23

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი ამერიკელ პარტნიორებს დაჰპირდა, რომ 2012 წელს დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესი გაგრძელდება

05.02.2020 12:34

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის ის, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მოგვცეს

05.02.2020 12:32

ირაკლი კობახიძე

კობახიძემ სტრასბურგში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანა განმარტა

27.01.2020 18:47

ირაკლი კობახიძე

კობახიძე ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენის გააპროტესტებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს

27.01.2020 18:45

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE