09 თებერვალი 2020, 21:42 / სანდო წყარო
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ოპოზიცია ჩვენს პარტნიორებს აწვდის ტყუილს, დეზინფორმაციას, ჩვენ ამას სიმართლეს ვუპირისპირებთ. საბოლოო ჯამში, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“, - ასე აფასებს „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული პირების მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილს.
ირაკლი კობახიძე ამობს, რომ წერილზე ხელმომწერი პირები რალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ, წერილში კი თავს, განსხვავებული დღის წესრიგის მქონე მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებად წარადგენენ. მათი მიზანი კი ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის პარტნიორებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებით იმ განცდის შექმნაა, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება.
„გახსოვთ, როგორ დარბოდნენ ისინი კაბინეტებში იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს მცდელობაც წარუმატებელი იყო. და ეს მორიგი წერილიც აუცილებლად წარუმატებელი იქნება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„ივანიშვილის მთავრობა განაგრძობს ოპონენტებზე ზეწოლას პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნით, ნაცვლად იმისა რომ კონსენსუსისთვის ხელშემწყობი პოზიციებით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან....
იმის მაგივრად, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესის წინსვლა დაუშვას, ივანიშვილმა გადაწყვიტა მიმართოს სამართლებრივ დევნას -პოლიტიკური ოპონენტების, დამოუკიდებელი მედიის, იმ ბიზნესმენების წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივისტებს. აშკარაა, რომ მთავრობის მიზანი დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება და პოლიტიკური აქტივიზმისგან მოქალაქეების ჩამოშორებაა“, - ეს ამონარიდებია იმ წერილიდან, რომელიც ევროპარლამენტარებს ოპოზიციის ნაწილმა გაუგზავნა. წერილს ხელს 14 ადამიანი აწერს. მათ შორის გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ნიკა მელია და ნიკა გვარამია.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
08.02.2020 14:41
06.02.2020 17:21
05.02.2020 17:40
05.02.2020 12:32
04.02.2020 14:59
27.01.2020 18:47
27.01.2020 18:45