08 თებერვალი 2020, 21:30 / სანდო წყარო
დავით ზალკალიანი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ჩვენ აშშ-ში ვიზიტისას პარტნიორებს მივეცით გარანტიები, რომ 2020 წლის არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდება. მათი მხრიდან არ არ არის ცალსახა მიდგომა, რომ აუცილებლად არჩევნების პროპორციული სისტემა უნდა შემოვიღოთ“, - განაცხადა „იმედის“ „დღის ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მან გადაცემაში აშშ-ში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
„ასევე არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მათ შორის ეუთოს და ოდირის, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი და ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც გვეუბნებიან რომ ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა, რომელ საარჩევნო სისტემას ავირჩევთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტისას პარტნიორებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ამ პროცესში არიან შესული მოხდეს შეთანხმება. „ეს არის მათი მთავარი გზავნილი. ვითარება არ უნდა იყოს განსაზღვრული და მიმდინარეობას არ უნდა კარნახობდეს ქუჩიდან მართული პროცესები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სცდებოდა კონსტიტუციურ და ლეგალურ ფარგლებს. ამიტომ მისასალმებელია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს დიალოგის ფორმატით. აშშ-ში მიესალმნენ, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემაზე დიალოგი გახსნა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, მან აშშ-ში ვიზიტისას შეხვედრებზე მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან ჩატარებული რამდენიმე რაუნდის შესახებ. ასევე ამერიკელ პარტნიორებმა იციან რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება კიდევ ერთი რაუნდი.
ხელისუფლებამ ოპონენტებს შერეულ საარჩევნო მოდელი 100/50 2019 წლის დეკემბერში შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.
იმ შემთხვევაში თუ პოზიციები არ შეიცვლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
15.02.2020 19:54
08.02.2020 20:31
04.02.2020 23:56
22.01.2020 12:29
22.01.2020 00:06
20.01.2020 17:46
16.02.2020 15:30