ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ზალკალიანი: აშშ-ში ვიზიტისას ვთქვით, რომ ანაკლიის პროექტი გეოსტრატეგიული მნიშვნელობისაა და აუცილებლად განხორციელდება

08 თებერვალი 2020, 21:20 / სანდო წყარო

„ჩვენ აშშ-ში ვიზიტისას ცალსახად ვთქვით, რომ ანაკლიის პროექტს ჩვენთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მომავალში აუცილებლად განხორციელდება“, -განაცხადა „იმედის“ „შაბათის ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაცემში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.

ზალკალიანის განცხადებით, მას ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კომუნიკაცია აშშ-ში „მარშალის ფონდში“ ექსპერტულ საზოგადოებასთან ჰქონდა. „მივაწოდე ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა დიდი მნიშვნელობისა ეს ჩვენი პროექტი. ვისაუბრე იმაზეც, რომ ვალდებულებები ხელისუფლების მხრიდან სრულფასოვნად იყო შესრულებული, განვიხილე ის ვალდებულება, რომელიც კონსორციუმის მხრიდან ვერ შესრულდა. ასევე ვთქვი ისიც, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ზალკალიანმა.  

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ამ პროექტისთვის ინვესტიციები მოიზიდოს. „ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მოხდეს კიდევ უფრო მეტი წახალისება ამერიკული კომპანიების, რომელსაც ექნებათ სურვილი ამ პროეტში ინვესტორების. კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ ამ პროექტზე საუბარია ქვეყნის უმთავრეს დოკუმენტში, კონსტიტუციაში. ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სამწლიან სტრატეგიაში, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით გამოირჩევა. ამ პროექტის შესახებ ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთანაც. იქ მაღალი დონის შეხვედრაზე 18 პროექტთან ერთად ანაკლიის პროექტი წარვადგინეთ, იმისთვის, რომ ევროპული პარტნიორების მხრიდან მეტი ჩართულობა იყოს. ასევე დონორი ორგანიზაციების მხრიდან პროექტის განსახორციელებლად მოზიდული იყოს მეტი ფინანსური რესურსი“, - განაცხადა ზალკალიანმა. 

დავით ზალკალიანის ვიზიტი აშშ-ში 4-7 თებერვალს გაიმართა. მინისტრი კონგრესმენებს, სენატორებს და ექსპერტებს შეხვდა და სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ვაშინტონში შეხვედრებს საპარლამენტო დელეგაცია აგრძელებს არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით.

2020 წლის 9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

გიგა ბოკერია: ხელისუფლების წარმომადგენლებმა აშშ-ში სენატორებს მისცეს გარანტიები რომ მდგომარეობა გამოსწორდება

07.02.2020 20:00

დავით ზალკალიანი და ფილიპ რიკერი

დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

06.02.2020 19:33

დავით ზალკალიანმა კონგრესმენ რიკ ლარსენთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

05.02.2020 22:05

ჯეიმს აპატურაი: უნდა შემცირდეს პოლარიზება, ეს ეხება ოპოზიციასაც და არა მხოლოდ ხელისუფლებას

22.01.2020 14:41

დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

22.01.2020 11:04

გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის ბიძა, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ უმაღლესი რანგის ოფიცერი საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა

22.01.2020 00:06

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE