ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტზე: ერთია როგორი კითხვები მოდიოდა შეხვედრის დასაწყისში და შემდგომ კომუნიკაციის შედეგად განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა

08 თებერვალი 2020, 20:31 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. დავით ზალკალიანმა, რომელიც ვაშინგტონიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა, განაცხადა, რომ შტატებში მისი ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო, პარტნიორებთან შეხვედრები საკმაოდ შინაარსიანი გამოდგა. 

„მქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი. იყო საკმაოდ საჭირო, დროული. საკმაოდ შინაარსიანი და დატვირთული დღის წესრიგი გამოვიდა, გამომდინარე იქიდან, რომ მე მქონდა შეხვედრები არა მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ მიწვეული გახლდით მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც იყო დაკავშირებული ამერიკის მიერ ინიცირებულ ახალ კოალიციასთან. ეს გახლავთ ქვეყნები, რომლებიც არიან საკმაოდ წინ წაწეული ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების კუთხით. საქმე ეხებოდა რელიგიის თავისუფლების საკითხებს. იმ 25 ქვეყანას შორის, რომლებიც მიიწვია აშშ-მა, 10 საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, მათ შორის ვიყავი მეც და ვფიქრობ, რომ ეს იყო კიდევ ერთი აღიარება აშშ-ის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან იმ რეფორმების, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების კუთხით“, - განაცხადა ზალკალიანმა. 

მინისტრის თქმით, მან ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოიყენა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებით კი ხაზი რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებულ პრობლემებს და ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებულ მძიმე მდგომარეობას გაუსვა. 

ზალკალიანმა ამერიკელ ექსპერტებთან შეხვედრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრებმა მაქსიმალურად გამოიყენეს ვიზიტი იმისთვის, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინათ. 

„მათ ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ, როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ექსპერტული საზოგადოებიდან, სამთავრობო სტრუქტურებიდან, საელჩოებიდან, ოპოზიციიდან. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიმართულებით იყოს რაც შეიძლება აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტი, ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირველი წყაროდან მიეღოთ მათ ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი. ვფიქრობ, მე ეს შევძელი, გამომდინარე იქიდან, რომ გვქონდა უაღრესად პოზიტიური გამოხმაურებები. ერთია როგორი კითხვები მოდიოდა შეხვედრის დასაწყისში და შემდგომ, კომუნიკაციის შედეგად, განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა“, - აღნიშნა მინისტრმა.  

დავით ზალკალიანის ვიზიტი აშშ-ში 4-7 თებერვალს გაიმართა. მინისტრი კონგრესმენებს, სენატორებს და ექსპერტებს შეხვდა და სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ვაშინტონში შეხვედრებს საპარლამენტო დელეგაცია აგრძელებს არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

არჩილ თალაკვაძე: მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება

07.02.2020 21:10

დავით ზალკალიანი: ვაშინგტონში ვიზიტი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობის კიდევ ერთი დასტური იყო

07.02.2020 19:09

ზალკალიანმა სახელმწიფო მდივანთან ორგანიზებულ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

06.02.2020 09:33

სენატორი ჯინ ჰაშინი: ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაფასებთ საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს

05.02.2020 09:31

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე: ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მივაწოდე

04.02.2020 23:44

ბონი გლიკი

ბონი გლიკი: ამერიკელი კონგრესმენები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ

04.02.2020 20:37

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30