08 თებერვალი 2020, 14:59 / სანდო წყარო
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ძალიან კონსტრუქციული და კარგი ვიზიტი იყო, საქმიანი მიზნებით. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ამ შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი არგუმენტების და ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ“, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი „ამერიკის ხმის“ სატელევიზიო ეთერში.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების პრიორიტეტულობა და ამერიკელ ხალხს და ამერიკის მთავრობას მხარდაჭრისთვის, რასაც ისინი საქართველოს მიმართ იჩენენ, მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორი იყო გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის თაობაზე, რათა მათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების გეგმების, მათ შორის, საარჩევნო საკითხების შესახებ.
„ჯერ კიდევ საქართველოში, როდესაც კომენტარები გავაკეთე წერილების შესახებ, ვთქვი, რომ ეს იყო დამატებითი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ პირდაპირ გვესაუბრა ჩვენს კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან კონგრესში და მიგვეწოდებინა მათთვის მეტი ინფორმაცია. რაც უფრო მთავარია, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გეგმები, რომელიც მომავალს უკავშირდება, რომელიც უკავშირდება მათ შორის, 2020 წლის არჩევნებს, რომელიც მალე გაიმართება და ზუსტად ამ მიზნით, ჩვენ გავმართეთ შეხვედრები კონგრესში, შევხვდით სენატორებს და ვისაუბრეთ ყველა ამ მნიშვნელოვან თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, პოლიტიკური სპექტრი ხარჯავს მეტ ენერგიას არჩევნების ამა თუ იმ მოდელის შერჩევაზე, მაინც ყველაზე მნიშნელოვან საკითხებად ჩვენი ქვეყნისთვის, უსაფრთხოება, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება. რა თქმა უნდა, ერთი ვიზიტი არასოდეს არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები მომდევნო პერიოდში და ეს კომუნიკაცია მუდმივად იქნება ინტენსიურ დონეზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლება იყო ანტიდასავლური, რადგან არღვევდა ყველა ღირებულებას, რაც დასავლეთისთვის ფასეულია. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლურ საინფორმაციო აქტივობებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს არის ის, რაც ზუსტად საპირისპიროა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისა.
„ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად პატივს სცემს დასაავლეთთან საერთო ღირებულებებს. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის პლურალიზმი, დემოკრატიის გაძლიერება, საკანონმდებლო სფეროს გაუმჯობესება, უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის პატივისცემა. მე მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლება იყო ანტიდასავლური, რადგან არღვევდა ყველა ღირებულებას, რაც დასავლეთისთვის ფასეულია“.
„არცერთ კონგრესმენს არ დაუყენებია საკითხი სოციალურ ქსელზე, არც ბატონ კინზინგერს. სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ხარისხი არის მაღალი, ფესიბუკს აქვს თავისი პოლიტიკა და წესები და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, როდესაც ამ პოლიტიკის თანახმად დეზინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშები იქნება გაუქმებული. მე შემიძლია მოგიყვანოთ კონკრეტული მაგალითები, როდესაც ოპოზიციასთან დაკავშირებული წყაროები ავრცელებენ დეზინფორმაციას, ეს ანგარიშები დღეს ფუნქციონირებს.
მედიაში ეს ყველაფერი გაშუქდა ისე, თითქოს ხელისფულება მართავს ფეიკ ექაუნთებს, რეალობა არის ის, რომ დეზინფორმაცია არის პრობლემა სოც მედიაში ყველგან. მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე კავშირს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლურ საინფორმაციო აქტივობებთან, პირიქით ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და არის ბინძური ცილისწამება, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ პროპაგანდას ახორციელებს, ეს არის ის, რაც ზუსტად საპირისპიროა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკისა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები 20-მდე კონგრესმენთან და სენატორთან გამართა. მათ შორის, ადამ კინზინგერთან, ბილ კიტინგთან, სტივ ჩაბოტთან, ჯიმ კოსტასთან და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებთან.
ფანტასტიკური შეხვედრა გვქონდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენს შორის წარმოშობილი საკითხები იმას მოწმობს, რომ ჩვენ საქართველოსადმი მაღალი ინტერესი გვაქვს, ეს რომ ასე არ იყოს, არ გვექნებოდა კომუნიკაცია, - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთნ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
15.02.2020 20:57
08.02.2020 16:54
07.02.2020 08:02
06.02.2020 21:57
04.02.2020 23:09
29.01.2020 21:14
16.02.2020 15:30