ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კახა კალაძე: ოპოზიციას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ ჩემი თხოვნაა, მერიის საქმიანობაში ეს დღის წესრიგი გვერდით გადადონ

22 იანვარი 2020, 18:42 / სანდო წყარო

კახა კალაძე

„ოპოზიციას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ ჩემი თხოვნაა, რომ მერიის საქმიანობაში ეს დღის წესრიგი გვერდით გადადონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ ოპოზიციის განცხადებები არ აინტერესებს. „ჩვენ ვემსახურებით თბილისს, ვემსახურებით თბილისელებს. რისთვისაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია. ჩვენ ჩვენს გაცხადებულ დაპირებებს მივყვებით და ვასრულებთ ეტაპობრივად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ 2019 წლის მაის-ივნისში შეისყიდა და წინასწარ იყო დაგეგმილი იქ სამუშაოები, რადგან არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„არავინ არავის ზღუდავს დღეს, გამოხატოს თავისი შეხედულებები ამა ათუ იმ საკითხზე. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება თუ რა დოენზეა დღეს ქვეყანაში აყვანილი და დაცული, ამას მგონი განმარტება არ სჭირდება. კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. დღეს გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა. მათ ვერავინ შეუშლის დღეს ხელს გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები, რაც არ უნდა მკვეთრი იყოს მათი განცხადებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც. პროექტი ითვალისწინებს მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟს, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთებას. 

მოგვიანებით, პარლამენტთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებმაც ქალაქის ცენტრალურ გამზირზე დაწყებულ სარებილიტაციო სამუშაოები გააპროტესტეს. პარლამენტთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მივიდნენ და მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც რკინის კონსტრუქციით არის შემოსაზღვრული, მავთულხლართი შემოავლეს და ამ ფორმით გააპროტესტეს თბილისის მერიის გადაწყვეტილება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე

კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებს მაღალი შეფასებები ჰქონდა, ეს უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ

11.02.2020 19:32

ირაკლი შოთაძე

პარლამენტი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცებაზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს

11.02.2020 11:28

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი: კინზინგერის განცხადებამ ჩვენი ოპონენტების სურვილი და მიზანი გააქარწყლა

10.02.2020 15:00

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება

10.02.2020 13:02

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს ზუსტად როგორ ინიშნება სოციალური დახმარება

05.02.2020 17:12

კახა კალაძე

კახა კალაძე: არჩევნების 100/50-ის პრინციპით ჩატარება ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალია

05.02.2020 15:29

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE