08 თებერვალი 2020, 08:47 / სანდო წყარო
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: Facebook
როდესაც საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდათ პროკურატურასთან და პირადად ირაკლი შოთაძესთან, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და თანამდებობას ჩამოშორდა. მან, როგორც პროკურორმა, მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის არ არის მთავარი სკამი და თანამდებობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიდოში პროკურატურამ ეფექტურად ჩაატარა გამოძიება არაერთ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის არის ორგანიზებული, ტრანსნაციონალური დანაშაული, ნარკოტრაფიკინგი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევები, რასაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მოჰყვა. როგორც კი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდათ პროკურატურასთან და პირადად ირაკლი შოთაძესთან, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და თანამდებობას ჩამოშორდა. მან, როგორც პროკურორმა, მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის არ არის მთავარი სკამი და თანამდებობა. მთავარია მორალური პრინციპები და მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.
მისი წასვლის შემდეგ გამოძიება გაგრძელდა. შოთაძე აღარ იყო ჩართული ამ პროცესში და გამოძიებამ საბოლოოდ შედეგები გამოკვეთა, პასუხისგებაში მიეცნენ სხვა ადამიანებიც. დღეს მეტწილად, როგორც დაზარალებულთა განცხადებებიდან იკვეთება, ამ საქმეზე კითხვები არის მოხსნილი. შესაბამისად, როდესაც საპროკურორო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტი კანონმდებლობის თანახმად განიხილავს ამ კანდიდატურას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
7 თებერვალს საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეარჩია და მის კანდიდატურას განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნის.
გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
გენერალური პროკურორობის კანდიდატების სიის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
11.02.2020 11:28
08.02.2020 14:59
07.02.2020 19:00
06.02.2020 22:12
29.01.2020 20:49
21.01.2020 22:45
17.01.2020 12:37