22 იანვარი 2020, 18:25 / სანდო წყარო
კრისტიან ტერეში
ფოტო: IMEDI
საქართველოს დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ ევრონესტის ვიცეპრეზიდენტს კრისტიან ტერეშს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემები ამ შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო.
ამასთან, ტერეშმა დასანანი და სამწუხარო უწოდა იმ განცხადებებს, რომლებიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრებმა გუშინდელ შეხვედრაზე გააკეთეს, ვინაიდან, მისი აზრით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველო ქულების დასაწერად არ უნდა გამოიყენონ.
„ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ქართველი ხალხის ერთიანობას, ვინაიდან რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკაა იპოვნონ გზები, არგუმენტები იმისთვის, რომ ხალხი და საზოგადოება გაყონ. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიებს მიეკუთვნებიან. თქვენ გაქვთ ერთი ქვეყანა, სხვა ქვეყანა არ გაქვთ, ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ. მე არ ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის წევრი, მე არ ვესწრებოდი სხდომას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მივიღე ინფორმაცია გუშინდელი მსჯელობის შესახებ. გული დამწყდა იმის გამო, თუ როგორ იყო განხილული საქართველოს საკითხი. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს. ისინი არიან პოლიტიკოსები. დასანანია ჩემთვის ვთქვა, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას - სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარს - იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს ხდება მგრძნობიარე თემების და დეტალების გათვალისწინების გარეშე. მე არ ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის, გამოიყენოს საქართველო, როგორც ბრძოლის ველი და დააგროვოს პოლიტიკური ქულები ბრიუსელში. საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო, ძლიერი პარტნიორია და ამას ვერავინ უარყოფს. ძლიერი პარტნიორია არამარტო ევროკავშირისთვის, არამედ ნატოსთვის. თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ სხვადასხვა მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა. ეს საკითხები, რაც შიდა დაპირისპირებებს ეხება, უნდა გადაწყდეს შიგნით. არ არის მიზანშეწონილი არც ერთი პოლიტიკური ლიდერისთვის ჩამოვიდეს, ლექციები წაგიკითხოთ, გააკრიტიკოს ქვეყანა და არ იცოდეს რეალურად რა ხდება. თქვენ გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა, ხართ არაჩვეულებრივი ხალხი და იამაყეთ საქართველოთი“, - განაცხადა კრისტიან ტერეშმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ კი აღნიშნა, რომ დარჩენილი კვირის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის წევრები ევროპარლამენტარებთან შეხვედრებისთვის გამოიყენებენ და მაქსიმალურად მიაწოდებენ დეპუტატებს ინფორმაციას ოპოზიციასთან დიალოგის და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესების შესახებ. მისივე თქმით, გუშინდელმა ფორმატმა მას ამის საშუალება არ მისცა, რადგან კითხვებზე პასუხების გასაცემად მხოლოდ 2 წუთი ჰქონდა.
„გვექნება შეხვედრები ყველა იმ ადამიანთან, ვისთანაც წინასწარ იყო დაგეგმილი, ვისთანაც ახლა იგეგმება, რადგან საკითხები, რომლებზეც ვერ მოვასწარით საუბარი, მათ აქვთ სურვილი მათზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ. მათთან ერთად გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობა. აქ საუბარი არ არის მარტო არაობიექტურ ინფორმაციაზე. აქ ასევე საუბარი არის იმ ფაქტებზე, რომლებიც შეიძლება სხვანაირად იყოს გამოყენებული, შესაბამისად, ცვლის რეალობას. განსაკუთრებით ვცდილობ შევხვდე მათ, ვინც ძალიან კრიტიკული იყო ჩვენს მიმართ, რადგან არ ჰქონდათ პასუხის მოსმენის საშუალება იმ კითხვებზე, რომლებიც მათ დასვეს, 2 წუთი პასუხისთვის ძალიან ცოტა დროა. თუმცა ამ ფორმატში ვცდილობ ჩვენი პოზიციები წარვუდგინო მათ“, - განაცხადა კუჭავამ.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
07.02.2020 07:31
06.02.2020 22:30
22.01.2020 23:05
22.01.2020 14:41
22.01.2020 12:29
22.01.2020 00:06
16.02.2020 15:30