ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს პოზიტიურად აფასებს

07 თებერვალი 2020, 19:04 / სანდო წყარო

ვახტანგ მახარობლიშვილი

ვახტანგ მახარობლიშვილი

„ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს იმ პროცესებსა და რეფორმებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, როგორც საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით, ისე შესაბამის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკავშირის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ანგარიშში კარგად ჩანს ის ინტენსივობა და აქტიური დინამიკა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე, რაც ასევე აისახება საგარეო პოლიტიკის პოზიციონირების თანხვედრის მიმართულებით”.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს მიიჩნევს, როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონში და კიდევ ერთხელ მკაფიოდ საუბრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე. ასევე, ხაზს უსვამს მის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„დოკუმენტი ყოვლისმომცველია და ფაქტობრივად საუბრობს ყველა იმ სექტორზე, რომელიც არსებობს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში და ამ კუთხით, ევროკავშირის შეფასებით, წარმატებით ხორციელდება რეფორმები როგორც შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების კუთხით. პოზიტიურად არის შეფასებული განათლების რეფორმების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს გააჩნია. პოზიტიურად ფასდება ის ძალისხმევაც, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით,” - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, მიმდინარე წლის დაგეგმარების პროცესში გათვალისწინებული იქნება ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.

 „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2020 წელი ასევე გამორჩეული იქნება თავისი დინამიკით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და იმ საბოლოო მიზნის მიღწევის პროცესში, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია.“

ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ეს უკვე რიგით მეოთხე ანგარიშია ასოცირების შეთანხმების 2016 წელს ძალაში შესვლის შემდეგ.

მოცემული ანგარიშის საფუძველზე მოხდება საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განახლება მომდევნო წლებისთვის.

ევროკავშირმა ანგარიში 7 თებერვალს გამოაქვეყნა. 

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ანგარიში: ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევები წარმოიქმნა

07.02.2020 18:59

ევროკავშირის ანგარიში: ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება

07.02.2020 18:35

საბერძნეთი

საბერძნეთს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში შეჰყავს

06.02.2020 15:36

ლაშა დარსალიამ დიპკორპუსს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო

22.01.2020 16:35

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

16.02.2020 15:29

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

15.02.2020 22:34