ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი ჩიქოვანი: ევროკავშირის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ საქართველო წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს

07 თებერვალი 2020, 18:29 / სანდო წყარო

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო ევროკავშირისთვის რეგიონში მთავარ პარტნიორს წარმოადგენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ურყევი სურვილი და ნებაა, გაატაროს ყველა რეფორმა, რათა საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ დღეს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში ირაკლი ჩიქოვამა განაცხადა. მან საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებული ყოველწლიური სამუშაო დოკუმენტი შეაფასა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური სამუშაო დოკუმენტი 2019 წლის განმავლობაში საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება.

„ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მთავარ პარტნიორს წარმოადგენს რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ურყევი სურვილი და ნებაა, გაატაროს ყველა რეფორმა, რათა საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. ასევე, ხაზს უსვამს იმ რეფორმების ეფექტურობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად მიღეწეულია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსალოდნელზე მეტი იყო. ქვეყნის წინსვლა დემოკრატიის განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების და ყველა სხვა სფეროში ხელშესახებია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამყარებულია იმ საერთაშორისო რეიტინგების მაჩვენებლებით, რომელიც საქართველოს აქვს. მათ შორის როგორც ბიზნესის კეთების თვალსაზირისით, ასევე მედია თავისუფლებისა და სხვა დანარჩენის. ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დადებითად აფასებს იმ უფრო გაღრმავებულ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი რეგიონში წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს მივყვებით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, დოკუმნეტში არის მითითებები, რომელიც კონკრეტულ ცალკეულ საკითხებს ეხება. ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხედვა, გაამახვილოს ყურადღება, დაგეგმოს კონკრეტული რეფორმები და შესაბამისად მიაღწიოს სასურველ შედეგებს.

„ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება ძალიან მჭიდრო კონსულტაცია ჩვენს პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, გეგმებსაც ერთად განვახორციელებთ“, - დასძინა ჩიქოვანმა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში სტრასბურგში გაიმართება ასოცირების შეთანხმების მიმდინარეობის განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია. „ჩვენ ამ განხილვებთან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინი და ამ განხილვებსაც ექნება შესაბამისი როლი ევროინტეგრაციის გზაზე. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო ემზადება ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალზე იმსჯელებს. ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მკაფიო ხედვა და გეგმები, როგორც ჩვენს ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებთან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, თუ როგორ გავაგრძელოთ ინტეგრაციის გზა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან პოზიტიურია ის გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები აშშ-ში იღებენ

07.02.2020 14:41

ჯეიმს აპატურაი: უნდა შემცირდეს პოლარიზება, ეს ეხება ოპოზიციასაც და არა მხოლოდ ხელისუფლებას

22.01.2020 14:41

სტეფ ბლოკი: საქართველო  უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში სტაბილურობის ფაქტორით, კანონის უზენაესობით, ადამიანის უფლებებითა და დემოკრატიით

22.01.2020 12:29

გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის ბიძა, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ უმაღლესი რანგის ოფიცერი საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა

22.01.2020 00:06

გოგა ხაინდრავა NDI-ის კვლევაზე: ლორა თორნტონის ოცნება არასოდეს აღსრულდება - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მობრუნდება

21.01.2020 23:46

არჩილ თალაკვაძე: ევროსასამართლომ წინა ხელისუფლებას C ჰეპატიტიანი პატიმრების მკურნალობა დაავალა, მან კი პასუხად ციხეებში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა აკრძალა

21.01.2020 22:45

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30