ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი ბერაია: კონგრესმენების შეფასებები ადასტურებს აშშ-ის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას

07 თებერვალი 2020, 15:52 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია

ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ ინფორმაცია, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციამ მიაწოდეს, აღმოჩნდა ძალიან სასარგებლო და შეხვედრებიც შეფასებულია, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა აქვს და ის არის მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს მხარდაჭერა არის მზარდი, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა დოკუმენტში, სამართლებრივ აქტებში გაკეთებული ჩანაწერები, ასევე მათ შორის, ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაზრდა. პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან შეხვედრების შემდეგ, კონგრესმენების მიერ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში, მის დღის წესრიგში, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას და მნიშვნელობას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის კონგრესმენებთან გამართული შეხვედრებისას მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია წერილებში მითითებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რასაც მეტყველებს მათ მიერ გაკეთებული შეფასებები, სადაც ისინი ამ შეხვედრების პროდუქტიულობის შესახებ საუბრობენ.

„საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ როდესაც დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ესაუბრებიან ჩვენს პარტნიორებს, ისინი თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამოდიან. ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ ქვეყანას, მის იმიჯს და რეპუტაციას, იმისთვის, რომ მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ისინი არასათანადოდ აფასებენ ჩვენი პარტნიორების განწყობებს, ჩვენს შესაძლებლობებს და ასევე, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას მათ მიმართ“,  -  განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ ჩვენი კოლეგებისგან, რომ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა რეფორმებში, დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში

08.02.2020 16:54

არჩილ თალაკვაძე აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ: ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება

07.02.2020 08:02

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

05.02.2020 11:04

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე: ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მივაწოდე

04.02.2020 23:44

ევროპარლამენტარი ტერეში: უსამართლობაა, რომ დიდი ქართველი ხალხი ხედავს, როგორ იქცა მათი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლის ველად

22.01.2020 23:05

პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება

20.01.2020 17:06

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30