ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან პოზიტიურია ის გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები აშშ-ში იღებენ

07 თებერვალი 2020, 14:41 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, პარლამენტის თავმჯდომარისა და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. ძალიან პოზიტიურია ის გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები იღებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარტნიორებისა და კოლეგების მხრიდან მკაფიოდ არის დანახული ის პროგრესი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღწევს და სწორედ ამ პროგრესის პირობებში არის საქართველოს მიმართ ასეთი დიდი მოთხოვნა.  

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა რეგიონში. „ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მოწვევით ესწრებოდა ღონისძიებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდათ შეხვედრები, როგორც სენატორებთან, ასევე კონგრესმენებთან. ამ შეხვედრებზე, აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა წამოჭრილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, კონკრეტული განმარტებები, ის ხედვა და გეგმები, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ამ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისთვის და რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შეხვედრების განმავლობაში ცხადად გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და ამერიკას აქვს უპრეცენდენტოდ მაღალი თანამშრომლობის დონე. „ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ წარმომადგენელთა პალატის მხრიდან მიღებულ იქნა ორპარტიული მხარდამჭერი აქტი საქართველოს მიმართ. ცხადია, რომ ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ინტენსიური კონტაქტები გვექნება ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს საერთო და სტრატეგიულ ინტერესებს ერთობლივად მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

დავით ზალკალიანი: ვაშინგტონში ვიზიტი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობის კიდევ ერთი დასტური იყო

07.02.2020 19:09

ირაკლი ჩიქოვანი: ევროკავშირის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ საქართველო წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს

07.02.2020 18:29

დავით ზალკალიანმა კონგრესმენ რიკ ლარსენთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

05.02.2020 22:05

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი აშშ-ში ვიზიტზე: ეს იქნება კარგი საშუალება, სტრატეგიულ პარტნიორთან ყველაფერზე გულწრფელად ვისაუბროთ

04.02.2020 23:56

ბონი გლიკი

ბონი გლიკი: ამერიკელი კონგრესმენები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ

04.02.2020 20:37

The Hill: ამერიკას საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები სჭირდება

31.01.2020 11:20

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE