ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მარიამ ჯაში პიტ ოლსონის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე: მსგავსი არაკორექტული შეფასებები მიუღებელია, ოლიგარქთან შედარება არასწორია

07 თებერვალი 2020, 13:40 / სანდო წყარო

მარიამ ჯაში

მარიამ ჯაში

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში რესპუბლიკელი კონგრესმენის, პიტ ოლსონის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს აფასებს, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის მისამართით გააჟღერა და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების შეფასებები კორექტულობის ზღვარს არ უნდა სცდებოდეს.

„არც ერთი კრიტიკული შეფასება არც ერთი პოლიტიკოსის მიმართ არ უნდა სცდებოდეს კორექტულობის ზღვარს. ამ შემთხვევაში, მსგავსი არაკორექტული განცხადება იქნებოდა მიუღებელი ჩემთვის ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის მიმართ საქართველოში, რადგან საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ, რაც არ უნდა ვიწროპარტიული და ვიწროორგანიზაციული ინტერესების გვაშორებდეს, ეს არის საქართველოს დამაზიანებელი. როდესაც ისმის კრიტიკა სენატორებისა და კონგრესმენებისგან, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ეს არის საქართველოს კრიტიკა. ეს უარყოფითად მოქმედებს როგორც საგარეო პოლიტიკაზე, ასევე ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაზე“, - ასე გამოეხმაურა მარიამ ჯაში „მედიაცენტრ მთავარში“ რესპუბლიკელი კონგრესმენის შეურაცხმყოფელ შეფასებებს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მგავს საფუძვლებს ვერ ხედავს და არარეალურია.

„რაც შეეხება სანქციებს, ხშირად გვესმის ბიძინა ივანიშვილის შედარება მოლდოვის ოლიგარქის შემთხვევებთან, რაც არასწორია. როდესაც ვაკეთებთ შედარებას, უნდა გავიხსენოთ, რომ მოლდოვის შემთხვევაში, ამ პიროვნების თუ ოლიგარქის მიმართ, უკვე იყო სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრული მოლდოვის სახელმწიფოს მხრიდან. მსგავსი შედარებები არარელევანტურია და მე დიდი იმედი მაქვს და მხოლოდ ვისურვებდი, რომ ქართველი პოლიტიკოსები, როგორც საერთაშორისო იმიჯით, ასევე შეფასებებით, ჯდებოდნენ არა შეურაცხმყოფელი და არაკორექტული განცხადებების, არამედ კრიტიკული ანალიზის ფორმატში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა „ქართული ოცნების“ ლიდერი გააკრიტიკა და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი გააკეთა. წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტეხასიდან, ბიძინა ივანიშვილი შეადარა ცნობილი საბავშვო შოუს „სეზამის ქუჩის“ ერთ-ერთ თოჯინას, ოსკარს და უწოდა „მარიონეტი, რომელიც ანადგურებს საკუთარ სახლს“.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ირაკლი შოთაძე

პარლამენტი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცებაზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს

11.02.2020 11:28

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება

10.02.2020 13:02

ირაკლი ბერაია: კონგრესმენების შეფასებები ადასტურებს აშშ-ის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას

07.02.2020 15:52

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

05.02.2020 11:04

გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის ბიძა, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ უმაღლესი რანგის ოფიცერი საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა

22.01.2020 00:06

გოგა ხაინდრავა NDI-ის კვლევაზე: ლორა თორნტონის ოცნება არასოდეს აღსრულდება - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მობრუნდება

21.01.2020 23:46

არჩილ თალაკვაძე: ევროსასამართლომ წინა ხელისუფლებას C ჰეპატიტიანი პატიმრების მკურნალობა დაავალა, მან კი პასუხად ციხეებში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა აკრძალა

21.01.2020 22:45

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE