ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიგი წერეთელი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

07 თებერვალი 2020, 07:00 / სანდო წყარო

გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.

გიგი წერეთლის თქმით, სპეციალურ მოსმენაზე, რომელიც ჰელსინკში გაიმართა,საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონის უსაფრთხოებასა და გამოწვევებზე ისაუბრა. 

„მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა ვაშინგტონში როგორც პოლიტიკოსებთან, სენატორებთან, კონგრესმენებთან სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოში არსებული ვითარებაა. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, გააგრძელებს თუ არა აშშ იმავე ძალით მხარდაჭერას, რაც აქამდე იყო. მქონდა გამოსვლა ჰელსინკის კომიტეტში, ეს იყო მოსმენა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად. აქ მე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ისე წარვდექი. ამ გამოსვლაში, გარდა სხვა გლობალური საკითხებისა, ძალიან ბევრი ვისაუბრე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ოკუპაციის თვალსაზრისით და იმ აბსოლუტურად მიუღებელ ვითარებაზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს ექმნებათ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის გამო“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრა ჰქონდა კონგრესში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი კრიტიკული წერილების ავტორებთანაც.

„შევხვდი დაახლოებით 10-12 პოლიტიკოსს და ასევე მექნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან. აქ უზარმაზარი ინფორმაცია მოდის ინსტიტუტებიდან, საელჩოებიდან და ა.შ. როდესაც კრიტიკაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აქ არავინ თავის რეპუტაციას ასე არ შეილახავს, რომ გუშინ ერთი თქვა და დღეს მეორე. ისინი არიან საქართველოს მეგობრები, მხარდამჭერები. 

აინტერესებთ საქართველო და უნდათ, რომ თავი დააღწიოს რუსეთის აგრესიას, განვითარდეს, ჩვენი მოქალაქეები ნორმალურად ცხოვრობდნენ, არ იყოს ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. სწორედ ამიტომ ინტერესდებიან, ამიტომ სურთ, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. ხელისუფლებას კი ეს უფრო მეტად უნდა ესმოდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე: ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ მაჟორიტარების მიერ დანახული რისკები რეალური და გასათვალისწინებელია

06.02.2020 17:21

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია: ეუთო/ოდირმა კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის განხილვაზე აპრიორი უარი განაცხადა

06.02.2020 16:58

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: სამარცხვინოა, ოდირს რომ მოუწია ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა

06.02.2020 14:14

ეუთო/ოდირი: საარჩევნო სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ხოლო ამა თუ იმ სისტემის არჩევა ფართო კონსენსუსის საგანი უნდა იყოს

06.02.2020 08:37

როგორ აფასებენ Heritage Foundation-ის ანგარიშს მმართველ გუნდში

03.02.2020 17:40

ირაკლი კობახიძე

კობახიძე ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენის გააპროტესტებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს

27.01.2020 18:45

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30