ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მიერ თავსმოხვეული გზავნილია, რომ რაც პროპორციული არ არის, ის უსამართლოა

06 თებერვალი 2020, 18:54 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის მიერ თავსმოხვეული ტყუილია, რომ რაც პროპორციული არ არის, ის უსამართლოა და ეს პირდაპირ არის გაშიფრული ODIHR-ის დასკვნაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, სადაც ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნაზე იმსჯელეს.

ეუთოს რეკომენდაციას კონსენსუსის მიღწევაზე, ირაკლი კობახიძე მნიშვნელოვანს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ აქ კონტექსტია გასათვალისწინებელი. კერძოდ ის, თუ როგორი უპასუხისმგებლოა ოპოზიცია. ამის მაგალითად კობახიძეს შემდეგი გარემოება მოჰყავს:  

„ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ რამდენიმე თვე არ გავიდნენ ქუჩიდან. ასეთ ოპოზიციას როგორ უნდა ელაპარაკო კონსენსუსზე, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ისინი, არც 2016 წელს იყვნენ კონსენსუსისთვის მზად. სხვათა შორის, მაშინ უსუფაშვილი ელაპარაკებოდა ოპოზიციას და ვერ დაარწმუნა ისინი. უფრო მეტიც, უსუფაშვილის განცხადებას გაგახსენებთ: როგორ შეიძლებოდა რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება გაგვეტანა, როდესაც ამას „ქართული ოცნების“ კოალიციის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები ერთად სჭირდებოდაო.

თუ მაშინ შეუძლებელი იყო კონსენსუსის მიღწევა, დღეს როგორ არის ეს შესაძლებელი?! ყველა სიტყვასა და წინადადებაში იტყუებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

„ვერ წარვადგენთ ისეთ ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას დაგვიშლის და ეს კარგად იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმა.  

ჩვენ წარდგენილი გვაქვს წინადადება 100-50 თან დაკავშირებით, ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად პროპორციულს ხდის საარჩევნო სისტემას და რომელიც არ იწვევს უარყოფით პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობაში. 

ვითვალისწინებთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევას და ვაგრძელებთ კონსულტაციებს, მაგრამ ეს კონსულტაციებიც დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ გვჭირდება პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე - ან მივიღებთ დადებით პასუხს, ან დარჩება ის სისტემა, რომელიც ამავე ODIHR-ის დასკვნით არის ასევე სამართლიანი. 100-50-ზეც სამართლიანია და 77-73-ც, ამას გვეუბნება ODIHR-ი, რომელიც უფრო სანდოა, ვიდრე სუბიექტური დავით უსუფაშვილი, რომელიც სხვა რამეს გვეუბნება.  

ჩვენ მზად ვართ კომპრომისთვის, თუ ოპოზიცია დაგვთანხმდება ჩვენს შეთავაზებაზე, რისი რესურსიც არსებობს, მიუხედავად იმ უპასუხისმგებლობისა, რასაც ისინი ავლენენ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას სისტემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ. 

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე

კახა კალაძე: ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, ვინც ადგენს ე.წ გერმანული მოდელი რამდენად შეესაბამება საქართველოს კოსტიტუციას

06.02.2020 12:51

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, უკეთესი იქნება მათთვის

06.02.2020 11:33

ეუთოს რეკომენდაციით არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანი ცვლილებები არასასურველია

06.02.2020 10:07

ეუთო/ოდირი: საარჩევნო სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ხოლო ამა თუ იმ სისტემის არჩევა ფართო კონსენსუსის საგანი უნდა იყოს

06.02.2020 08:37

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი ამერიკელ პარტნიორებს დაჰპირდა, რომ 2012 წელს დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესი გაგრძელდება

05.02.2020 12:34

ირაკლი კობახიძე

კობახიძემ სტრასბურგში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანა განმარტა

27.01.2020 18:47

ირაკლი კობახიძე

კობახიძე ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენის გააპროტესტებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს

27.01.2020 18:45

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE