06 თებერვალი 2020, 18:02 / სანდო წყარო
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამეტი
ODIHR-ის წარმომადგენლებმა ოპოზიცია, პატარა ბავშვებივით, სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეს და უთხრეს, რომ ისიც არ იციან, სად უნდა გაგზავნონ კანონპროექტი კონსტიტუციურობის დასადგენად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, სადაც ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც ამ მოდელის კონსტიტუციურობის დადგენა შეუძლია, არის ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ამის გადაფარვა კი ტყუილით სცადა.
„დავით უსუფაშვილის ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი, სამწუხაროდ, მას ტყუილის თქმა მოუწია. მან ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ თითქოს ODIHR-ის დასკვნით, ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. დღეს ცდილობდა ამ ტყუილიდან გამოძრომას, თუმცა ამ ტყუილს კიდევ სხვა ტყუილს ამატებდა.
გვემუქრებოდნენ, რომ გაიგზავნებოდა ეს დოკუმენტი ეუთოში და რომ ODIHR-ი დაადგენდა კონსტიტუციასთან ე.წ. გერმანული მოდელის შესაბამისობას, რაც თავიდანვე აბსურდი იყო. ამისთვის გაიგზავნა ეს დოკუმენტი ODIHR-ში და არა სხვა მიზეზით.
ეს იყო ამ ყველაფრის წინაისტორია. მარტივი პასუხი მიიღეს, რომ ODIHR-ის საქმე არ არის კანონპროექტის კონსტიტუციურობის შეფასება. ანუ, ODIHR-ის წარმომადგენლებმა ოპოზიცია პატარა ბავშვებივით სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეს - უთხრეს, რომ ისიც არ იციან, სად უნდა გაგზავნონ კანონპროექტი კონსტიტუციურობის დასადგენად.
პირდაპირ არის მითითებული, რომ ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც ამის დადგენა შეუძლია, ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლოა. უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს ოპოზიცია, რომელმაც ამ უხერხულობის გადაფარვა ტყუილით სცადა, თუმცა ეს ტყუილი უკან მოუბრუნდათ, რადგან სიმართლე არის უმარტივესი - რისთვისაც გაიგზავნა დოკუმენტი, იმაზე უთხრა ODIHR-მა, რომ არ უნდა გაეგზავნათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზციის მიერ შეთავაზებულ სააარჩევნო მოდელზე ეუთო/ოდირმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას, სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ხოლო ამა თუ იმ სისტემის არჩევა ფართო დისკუსიებისა და კონსენსუსის საგანი უნდა იყოს.
ეუთო/ოდირის დასკვნაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციამ ეუთოში გააგზავნა საარჩევნო კოდექსის გერმანული მოდელის დამახინჯებული ვარიანტი და პასუხიც მიიღო შესაბამისი.
2019 წლის ნოემბერში ოპოზიციამ არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარება მოითხოვა. შემდეგ კი კანონპროექტიც შეიმუშავა. ამ ინიციატივით პირველად „შენების მოძრაობა“ გამოვიდა.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
07.02.2020 07:00
06.02.2020 18:54
06.02.2020 16:58
06.02.2020 08:37
06.02.2020 08:10
05.02.2020 15:29
27.01.2020 18:45