ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო ლომჯარია: ეუთო/ოდირმა კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის განხილვაზე აპრიორი უარი განაცხადა

06 თებერვალი 2020, 16:58 / სანდო წყარო

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯრია ფიქრობს, რომ ომბუდსმენმა შეასრულა პოზიტიური როლი შექმნილ ჩიხურ მდგომარეობაში, რომელიც უკავშირდებოდა საარჩევნო სისტემაზე დებატებს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. მისი განცხადებით, ეუთო/ოდირს საარჩევნო სისტემაზე არ უთქვამს, შეესაბამება თუ არა ის კონსტიტუციას. 

„ეუთო/ოდირს არც ის უთქვამს, რომ ეს კანონპროექტი შეესაბამება კონსტიტუციას და არც ის უთქვამს, რომ არ შეესაბამება. ეს საკითხი ეუთო/ოდირმა უპასუხოდ დატოვა და თქვა, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს თქვენმა სასამართლომ და იმსჯელეთ თქვენ, პოლიტიკურმა სუბიექტებმა“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ სპეციაოურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ აღნიშნულ დასკვნას იზიარებს და მიესალმება როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება. „შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველმა ნამდვილად პოზიტიური როლი შეასრულა და მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის დასკვნა ყოფილიყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი შუამავალი იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ვინაიდან სწორედ ჩვენ გვქონდა ის მანდატი და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ შეკითხვა გაგვეგზავნა ეუთო/ოდირისთვის. შეკითხვა გავლილი იყო თავად ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან. მე არაერთგზის წინასწარ ვესაუბრე მათ. მათ იცოდნენ, რა იყო ჩვენი და შესაბამისად კანონპროექტის ავტორების (ოპოზიციის) მოლოდინები, რა კითხვებთან დაკავშირებით სურდათ მიეღოთ ეუთო/ოდირის პასუხი. მე მქონდა გარკვეული კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

მე პირადად არ მქონდა ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი პირდაპირ იტყოდა კონსტიტუციური იყო თუ არა ეს ინიციატივა, თუმცა შესაძლებელი იყო გარკვეული მინიშნებები, თუნდაც ირიბად, მათი მხრიდან გაკეთებულიყო. ამიტომ ჩვენი შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში: “რამდენად შეესაბამებოდა წარმოდგენილი კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე მოქმედი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში რამდენად შესაძლებელი იყო ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. 

ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ ის საერთოდ ვერ იმსჯელებს წარმოდგენილი კანონპროექტი არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. მან აპრიორი უარი განაცხადა ამაზე მსჯელობაზე. მან თქვა, რომ ეს არის კონსტიტუციურობის საკითხი და ის უნდა გადაწყვიტოს ეროვნულმა სასამართლოებმა. ამ შემთხვევაში საქართველოში ასეთი სასამართლო არის საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა ჩვენთან საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, ის განიხილავს უკვე ძალაში შესული, მიღებული კანონების, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას. შესაბამისად, საქართველოში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც იტყვის არის თუ არა კანონპროექტი კონსტიტუციური. 

ეუთო/ოდირმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, როდესაც თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა რა ტიპის სისტემას აირჩევს. საერთაშორისო სტანდარტი არ ამბობს, რომ კონკრეტულად ეს ან ის სისტემა  უნდა ჰქონდეს ქვეყანას, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა შერჩეული უნდა იყოს ფართო ინკლუზიური დებატის და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. ეს ნამდვილად წარმოადგენს მოთხოვნას და საერთაშორისო სტანდარტს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ოპოზციის მიერ შეთავაზებულ სააარჩევნო მოდელზე ეუთო/ოდირმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას, სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ხოლო ამა თუ იმ სისტემის არჩევა ფართო დისკუსიებისა და კონსენსუსის საგანი უნდა იყოს. 

ეუთო/ოდირის დასკვნაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციამ ეუთოში გააგზავნა საარჩევნო კოდექსის გერმანული მოდელის დამახინჯებული ვარიანტი და პასუხიც მიიღო შესაბამისი.

2019 წლის ნოემბერში ოპოზიციამ არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარება მოითხოვა.  შემდეგ კი კანონპროექტიც შეიმუშავა. ამ ინიციატივით პირველად „შენების მოძრაობა“ გამოვიდა. 

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი: გავაგრძელებთ სხვადასხვა მხარესთან საუბარს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიტუაცია განვითარდეს

10.02.2020 20:52

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ჩვენს პარტნიორებს აწვდის ტყუილს, ჩვენ ამას სიმართლეს ვუპირისპირებთ

09.02.2020 21:42

გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

07.02.2020 07:00

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ODIHR-მა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ოპოზიცია, რომელმაც ამ უხერხულობის გადაფარვა ტყუილით სცადა

06.02.2020 18:02

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე: ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ მაჟორიტარების მიერ დანახული რისკები რეალური და გასათვალისწინებელია

06.02.2020 17:21

ევროპის სახალხო პარტია

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მთავრობას მიმართავს

05.02.2020 01:05

ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება

27.01.2020 17:02