22 იანვარი 2020, 12:29 / სანდო წყარო
დავით ზალკალიანი და სტეფ ბლოკი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
„საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობის ფაქტორით და ასევე ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია. რაც შეეხება რეფორმებს, საქართველო გახდა მაგალითი და ეს რა თქმა უნდა მაღალ მოლოდინს გვიმყარებს აღნიშნული სტანდარტების შენარჩუნების კუთხით“, - ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მნიშვნელოვანია ავმაღლდეთ იმაზე, რაც ჩვენ გვაშორებს ერთმანეთს და ჩავატაროთ ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი, რაც საქართველოს გააძლიერებს როგორც დემოკრატიას. ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მოკავშირეობას რეფორმირების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. თქვენი რეფორმირების ძალისხმევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია უსაფრთხოების იმ სიტუაციის თვალსაზრისით, რომელშიც ქვეყანა იმყოფება“, - განაცხადა ბლოკმა.
მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადგილზე ადამიანის უფლებების გართულებული მდგომარეობის გამო. „ნიდერლანდები ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მიმდინარე სიტუაციით, განსაკუთრებით რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, მე შევხვდები ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საოკუპაციო ხაზზე, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საქართველოსა და ნიდერლანდებს გააჩნიათ ხანგრძლივი და ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები, რისი გამოხატულებაც გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში და შეხვედრები ქართველ კოლეგასთან სხვდასხვა ფორმატებში. „ამ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი როლი ეთმობა ჩვენს ძლიერ სავაჭრო ურთიერთობებს, ნიდერლანდები არის საქართველოსთვის მე-12 სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორი, რაც გვიმყარებს რწმენას საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და მომავალ შესაძლებლობებში“, - აღნიშნა მინისტრმა. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ნატოს მნიშვნელოვან პარტნიორს.
ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 21-22 იანვარს ეწვია, 10 წლიანი პაუზის შემდგომ ეს გახლავთ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
22.01.2020 19:09
22.01.2020 16:35
21.01.2020 22:45
21.01.2020 21:44
20.01.2020 17:06
16.02.2020 15:30
16.02.2020 15:29