ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თეა წულუკიანი: შოთაძის წასვლა შეცდომა იყო, მის დაბრუნებას მივესალმები

06 თებერვალი 2020, 13:17 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„ირაკლი შოთაძის წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც შეცდომა იყო, თუკი მას მხარდაჭერა ექნება, დაბრუნდეს. მე ამას მხოლოდ მივესალმები“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო.

„მე წასვლაში კითხვის ნიშანი მქონდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, რადგან, როდესაც სისხლის სამართლის გამოძიებაზე, კონკრეტულ საქმეზე ჩნდება კითხვები, ან საზოგადოებას აქვს განცდა, რომ პროკურატურას რომელიღაც ბრალდებული არ უნდა გამართლებოდა სასამართლოში ან რომელიმე ბავშვისთვის, ხაზს ვუსვამ ბავშვისთვის მისჯილი სასჯელი არ არის საკმაოდ პირსისხლიანი, ამიტომ არ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი. მისი გადაგომა იყო შეცდომა. ეს ხმამაღლა ვთქვი. მე ვესწრებოდი ამ პროცესს, როდესაც ვთხოვე, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი, თუმცა დღეს ამას უფრო მკაცრად ვაფასებ და ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო შეცდომა, შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც შეცდომა იყო, თუკი მას მხარდაჭერა ექნება, დაბრუნდეს. მე ამას მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეს, თანმიმდევრული რეფორმების წყალობით დამოუკიდებელი პროკურატურა გვაქვს, რომელიც დღეს ოპოზიციას არ მოსწონს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება.

„პროკურატურა, სასამართლო და იუსტიციის მინისტრი ფარსი იყო სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში. მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო გენერალური პროკურორი. იმავდროულად, შემდეგ ქუდს შემოიტრიალებდა და იყო მოსამართლეების უფროსიც და ა.შ. ეს იყო მთელი ფარსი. მართლაც, როდესაც სისხლის მართლმსაჯულება არ ხორციელდებოდა ამ ქვეყანაში. დღეს თანმიმდევრული რეფორმების წყალობით ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი პროკურატურა, რომელიც, თურმე, დღეს ოპოზიციას არ მოსწონს და ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ უბრალოდ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება, რადგან როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ არ მოგწონს დამოუკიდებელი პროკურატურა, ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ხელისუფლებაში აღმოჩნდები, ისევ დაბრუნდები უკან, რომელი წარსულიდანაც ძლივს ნელ-ნელა გამოვდივართ. შესაბამისად, არავითარი ფარსი ამჟამად არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს საპროკურორო საბჭოსთვის, რასაც მე საჯარო ინტერვიუებით თვალყურს ვადევნებ, დამღლელი და კომპლექსური პროცესი ინტერვიუებისა, რის შემდეგაც კენჭი ეყრება თითოეულ კანდიდატს და ვნახოთ, რა შემადგენლობა წარედგინება პარლამენტს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორობის 15 კანდიდატიდან სამს ფარული წესით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

გენერალური პროკურორობის კანდიდატების სიის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

04.02.2020 17:57

ირაკლი კობახიძე

კობახიძემ სტრასბურგში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანა განმარტა

27.01.2020 18:47

ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება

27.01.2020 17:02

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება

21.01.2020 21:53

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

16.02.2020 15:29

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

15.02.2020 22:34

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE