ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მამუკა მდინარაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე: შეუძლებელია სადმე ეწეროს, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება

05 თებერვალი 2020, 20:34 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას საზოგადოების მორიგ ტყუილში გახვევის უფლებას არ მისცემს", - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მე მხოლოდ მათი ბრიფინგი მაქვს ნანახი და ბრიფინგიდანვე, ოდირის დასკვნის გაცნობის გარეშეც, კარგად ჩანს, რომ ისინი აპირებენ ახალი ტყუილი მოახვიონ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას, რის უფლებასაც ნამდვილად არ მივცემთ, რადგან აქაც იურისტები ვართ და აქაც შეგვიძლია კითხვა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჯერ იმის დადგენაა აუცილებელი, რა კანონპროექტი გაგზავნა ოპოზიციამ ეუთოში და რასთან დაკავშირებით მიიღო დასკვნა ორგანიზაციამ.  

„მთელ საზოგადოებას აინტერესებს, გაგზავნილი იყო თუ არა გერმანული მოდელი ეუთო/ოდირში და ეუთო/ოდირი ამბობს თუ არა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს და ახლა სიტყვების მანიპულირებით ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა დააჯერონ, რომ გერმანული მოდელი, რომელზეც თვეების განმავლობაში ლაპარაკობენ, არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, რაც შეუძლებელია სადმე ეწეროს. ასეთ რამეს ვერავინ დაწერდა და თვეების განმავლობაში კამათი იყო სწორედ ამაზე, რომ გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ეს ტყუილია!", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ეუთო-ს დასკვნა მიიღო, რომელშიც წერია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ ჩვენი კოლეგებისგან, რომ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა რეფორმებში, დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში

08.02.2020 16:54

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე: ოდირს არ უთქვამს, რომ ჩვენი შეთავაზება არაკონსტიტუციურია

07.02.2020 08:28

ეუთოს რეკომენდაციით არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანი ცვლილებები არასასურველია

06.02.2020 10:07

ეუთო/ოდირი: საარჩევნო სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ხოლო ამა თუ იმ სისტემის არჩევა ფართო კონსენსუსის საგანი უნდა იყოს

06.02.2020 08:37

მამუკა მდინარაძე ბათუ ქუთელიაზე: ეს ადამიანი არის „ნაცმოძრაობის“ ნაწილი, მალავს ამას და გამოდის როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი

04.02.2020 22:33

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: რამდენ პროცენტსაც სჯერა, რომ შემთხვევით მოხვდა იქ ბათუ ქუთელიას გვარი, ბოლოს მაგ პროცენტამდე დავა სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა

04.02.2020 17:54

ირაკლი კობახიძე: რეზოლუციის პროექტიდან სიტყვა „პროპორციული“ ამოღებულია

31.01.2020 14:36

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE