ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მამუკა მდინარაძე ნატოში გაწევრიანებაზე: ამ კურსს ალტერნატივა არასდროს ექნება

05 თებერვალი 2020, 18:02 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ალტერნატივა არასდროს ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ლუკ კოფის წერილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პროგრესის გათვალისწინებით საერთაშორისო პარტნიორებს ასეთი მხარდაჭერის დაფიქსირების სრული მორალური უფლება აქვთ. 

„ვხედავთ შეფასებებს, ერთის მხრივ იმ ნეგატიური განცხადებების ფონზე, რომ საქართველო არის პირველ ათეულში სხვადასხვა კრიტერიუმებით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მათ შორის რეკეტისგან თავისუფლების თვალსაზრისით და ხელისუფლება მსგავს საქმიანობაში არ ერევა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ, რა თქმა უნდა, აქვთ სრული მორალური უფლება ჩვენი მხარდაჭერისა, რომ მოუწოდონ საერთაშორისო საზოგადოებას და ნატოს ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის კურსი, რომელიც არ გადაიხედება და ეს ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას ალტერნატივა არასდროს ექნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

დადებითად აფასებს ამერიკელი მკვლევარის წერილს დეპუტატი ირაკლი სესიაშვილიც. მისი აზრით, ასეთი მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს ინტეგრაციის შანსებს ზრდის. 

„ძალიან კარგია ექსპერტულ წრეებში ეს თემა რომ იწევა და პირველი არაა ეს ბოლო განცხადება. ამიტომ, ამ ფონზე ეს თემა საერთაშორისო საზოგადოებაში რაც უფრო მაღლა იქნება აწეული, ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივები იზრდება“, - განაცხადა სესიაშვილმა. 

ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროა ინტენსიური დიალოგი ოფიციალურ ბერლინთან და პარიზთან, რომლებიც ამ ეტაპზე თბილისის ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ. ამ საპარლამენტო დელეგაციის წევრები 2 კვირაში, ბრიუსელში, საქართველო-ნატოს საბჭოს სხდომაზე ისაუბრებენ. 

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფმა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნატოს მოუწოდებს თურქეთის რჩევა გაითვალისწინოს და საქართველოს წევრობა მიანიჭოს. ამერიკელი მკვლევარის განცხადებით, საქართველოს საიმედო მოკავშირის რეპუტაცია და მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსში, ქვეყნის წევრობის სასარგებლოდ დამაჯერებელი არგუმენტია. 

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

მევლუთ ჩავუშოღლუ

მევლუთ ჩავუშოღლუ: ნატოს ასპირანტ ქვეყნებს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიენიჭოთ

15.02.2020 13:03

შავი ზღვა გემი

ლუკ კოფი: შავი ზღვა აშშ-ის და ნატოს პრიორიტეტი უნდა იყოს

09.02.2020 20:01

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე: შეუძლებელია სადმე ეწეროს, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება

05.02.2020 20:34

ნატო საქართველო

ლუკ კოფი: ნატომ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო ალიანსში მიიღოს

04.02.2020 18:18

ნატო

ალექსის მრაჩეკი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს

03.02.2020 11:57

მევლუთ ჩავუშოღლუ ნატოს: საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს

23.01.2020 16:47

ნატო-საქართველოს კომისიამ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას მაღალი შეფასება მისცა

23.01.2020 13:37

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE