ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრს 6 შეკითხვით მიმართავს

05 თებერვალი 2020, 10:50 / სანდო წყარო

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება, შეკითხვებით მიმართავს. ჭიაბერაშვილის შეკითხვები  სკრინინგის პროგრამას, სოციალური მუშაკების მხარდაჭერასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ საკითხებს მოიცავს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

ზურაბ ჭიაბერაშვილს მინისტრისგან აინტერესებს:

1. 520-ე დადგენილებას უკვე მოყვა საავადმყოფოებიდან მედპერსონალის ნაწილის გაშვება, ნაწილისთვის კი ხელფასების შემცირება. ელოდებით თუ არა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ პაციენტების მკურნალობის ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება? აღსანიშნავია, რომ 520-ე დაგენილებამდეც, ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონი ლარის დავალიანების გამო, უკვე პრობლემები შეექმნა საავამყოფოებს და მედპერსონალის დიდი ნაწილი თვეობით ვერ იღებდა ხელფასს.

2. 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული იკლებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა იმ დროს, როდესაც ფასების გაძვირების გამო წამლის ყიდვა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში. ამ პროგრამის დაწყებიდან მესამე წელსაც რატომ ვერ მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ წამლის პროგრამა მოქალაქეთა დიდი ნაწილის დახმარების ინსტრუმენტად ექცია? მით უმეტეს, რომ 2017, 2018 და 2019 წლებში ამ პროგრამაზე გამოყოფილი თანხები ბიუჯეტში აუთვისებელი დარჩა. თუ მედიკამენტის კომპონენტის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატება, რისკენაც წლებია მოგიწოდებთ, გაიზრდება თუ არა მოსარგებლეთა რაოდენობა და მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც გაჭირვებული მოქალაქეები მიიღებენ?

3. 2019 წლის 18 დეკემბერს “ლანცეტში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომლის თანაავტორები დავით სერგეენკო, ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძეა, ვკითხულობთ, რომ თუ მკურნალობის დღევანდელი ტემპი გაგრძელდება (ყოველთვიურად 1000 ახალი პირის მკურნალობის დაწყება), ქრონიკული C ჰეპატიტის 90%-იანი ელიმინაცია მხოლოდ 2026 წელს მოხდება. რატომ დაისახა ელიმინაციის სამიზნე წლად 2020? სადაა პრობლემა - პროგრამის არასწორ დაგეგმვაში თუ პროგრამის ადმინისტრირებაში? როგორ აპირებთ დარჩენილი 70 000 მეტი ინფიცირებულის გამოვლენასა და მკურნალობას, რომ ელიმინაცია 2022 წელს მაინც მოხდეს, როგორც ამას ბატონები სერგეენკო და გამყრელიძე საჯაროდ გვპირდებიან? კერძოდ, რატონ ვერ მოხერხდა პროგრამის მიმდინარეობის მე-5 წელსაც კი თბილისში სკრინინგის ამბულატორიულ დონეზე დანერგვა?

4. 2019 წლის მაისში საარსებო შემწეობას დაახლოებით 467,000 სოციალურად დაუცველი იღებდა, 2019 წლის დეკემბერში კი - 427,000. რამ გამოიწვია საარსებო შემწეობის მიმღებთა 40,000-ით შემცირება მაშინ, როდესაც ფასების მატება, შემოსავლების სტაგნაციისა და უმუშევრობის ფონზე, ოჯახების დიდ ნაწილს სულ უფრო მეტად დაუცველს ხდის?

5. გამწვავებული სოციალური და ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას სოციალური მუშაკების აქტიურ საქმიანობაზე. წელიწადზე მეტია, სოციალური მუშაკები მთავრობის მხარდაჭერას ითხოვენ, რომ მათ უფრო მეტ ოჯახს უფრო მეტი კვალიფიციური დახმარება გაუწიონ? რატომ უპასუხეთ სოციალური მუშაკების სამართლიან მოთხოვნებს მათი სამსახურიდან დათხოვნით და ამ სფეროში კიდევ უფრო მწვავე კრიზისის შექმნით?

6. შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის დანერგვა ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. რატომაა, რომ წლებია, ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა ამ მოდელის ამოქმედება?“- მიმართავს ჭიაბერაშვილი მინისტრს.

პარლამენტში დღეს ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრს დეპუტატები ხვალ, 14:00 საათზე, პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტარები ჯანდაცვის მინისტრს დაუსვამენ შეკითხვებს კორონავირუსის შესახებ, ასევე, ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების მიმდინარეობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

რომან კაკულია

რომან კაკულია ჯანდაცვის მინისტრს: როდის დამთავრდება საავადმყოფოებში „დარეკე თუ შეიძლება, რომ ყურადღება მომაქციონ“?

05.02.2020 17:31

ეკატერინე ტიკარაძე

სოციალური აგენტები სამხრე კამერებითა და ციფრული მოწყობილობებით აღიჭურვებიან

05.02.2020 16:12

გიგი უგულავა

ოპოზიციამ პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია გადადო

04.02.2020 10:10

ბონი გლიკი  გიორგი გახარია

ბონი გლიკი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების კურსის ზრდა

03.02.2020 12:07

The Hill: ამერიკას საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები სჭირდება

31.01.2020 11:20

ირაკლი კობახიძე

კობახიძე ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენის გააპროტესტებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს

27.01.2020 18:45

ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება

27.01.2020 17:02