21 იანვარი 2020, 22:45 / სანდო წყარო
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: IMEDI
სტრასბურგის სასამართლომ წინა ხელისუფლებას C ჰეპატიტის მქონე პატიმრების სამკურნალოდ სისტემური ნაბიჯების გადადგმა დაავალა, ხელისუფლებამ კი პასუხად ციხეებში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა აკრძალა, რათა პატიმრებს თავიანთი დიაგნოზის შესახებ არ გაეგოთ და მკურნალობა არ მოეთხოვათ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მინდა გითხრათ, რა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ. ეს იყო კონკრეტული ადამიანების ტრაგედია. გეტყვით კონკრეტულ გვარებს - ღავთაძე, მინდაძე, პოღოსიანი და ჯელაძე. ეს ადამიანები სხვადასხვა დროს წინა ხელისუფლების პირობებში პატიმრობაში იმყოფებოდნენ და იმის გამო, რომ პენიტენციურ სისტემაში მათ პერიოდულ კვლევებს არ უტარებდნენ, ისინი იძულებული გახდნენ, მიემართათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ეს ადამიანები ითხოვდნენ მკურნალობას, რადგან იცოდნენ, რომ მკურნალობის გარეშე განწირულნი იყვნენ, მით უმეტეს მაშინდელ პენიტენციურ სისტემაში. მათ იდავეს სტრასბურგის სასამართლოში და ეს დავები მოიგეს. მაშინ სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ უნდა უმკურნალოს ამ ადამიანებს, არამედ სისტემური ნაბიჯები გადადგას C ჰეპატიტის მკურნალობის საკითხის მოსაგვარებლად. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილებები წაიკითხა და ძალიან ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო. მათ უბრალოდ ციხეებში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა აკრძალეს. თუ პატიმრებს არ ეცოდინებოდათ თავიანთი დიაგნოზი, ისინი არც მკურნალობას მოითხოვდნენ და არც თავიანთი უფლებებისთვის იბრძოლებდნენ. ამასთან ერთად, მაშინდელმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ამ ოთხიდან ერთ-ერთი პატიმარი და სტრასბურგის სასამართლოს უპასუხა, რომ ეს ადამიანი პატიმრობაში აღარაა და, შესაბამისად, სახელმწიფო მას ვერ უმკურნალებდა. სამწუხაროდ, ეს ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისუფლება ამ დიაგნოზის გამო მოიპოვა, გარდაიცვალა ისე, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოგროვება ვერ შეძლო“, - განაცხადა თალაკვაძემ.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
15.02.2020 22:34
14.02.2020 12:55
10.02.2020 12:52
08.02.2020 08:47
07.02.2020 21:30
29.01.2020 20:49
22.01.2020 12:29