ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ

05 თებერვალი 2020, 10:05 / სანდო წყარო

ჯიმ რიში
დავით ზალკალიანი
ჯინ შაჰინი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაში წერია, რომელიც მათ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

როგორც ამერიკელი პოლიტიკოსები წერენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მათ მიერ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი ჩვენი ბოლო წერილის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების შესახებ. ჩვენ ასევე განვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომელიც 2008 წლის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ღობეების გადმოწევას საქართველოს ტერიტორიაზე და ყოველ ჯერზე ახდენს მისი პატარა ნაწილების ანექსიას. აშშ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ერთგულია, მაგრამ ჩვენ კვლავ უნდა დავინახოთ პოზიტიური გაუმჯობესება. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს იყოს სრულყოფილი, მაგრამ მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ სერიოზულად უდგება დემოკრატიისკენ სწრაფვას“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.

ჯინ ჰაშინის თქმით, მოხარულია საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით და მათ ორი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს.

„სენატორი რიში და მე დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას და ეს მხარდაჭერა ორპარტიულია. 2012 წელს, ჩვენ ვმონაწილეობდით საქართველოს ისტორიულ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებად და მივესალმეთ პროგრესს. როგორც ადრეც ვთქვი, დემოკრატია გრძელვადიან ძალისხმევას საჭიროებს და საქართველო ამ პროცესში რუსეთის მხრიდან გამოწვევის წინაშე დგას. მოვუწოდებ პრემიერმინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობას, წინ წასწიოს დაპირებული საარჩევნო რეფორმა და პატივის სცეს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას“, – განაცხადა შაჰინმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტზე: ერთია როგორი კითხვები მოდიოდა შეხვედრის დასაწყისში და შემდგომ კომუნიკაციის შედეგად განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა

08.02.2020 20:31

დავით ზალკალიანი და ფილიპ რიკერი

დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

06.02.2020 19:33

ზალკალიანმა სახელმწიფო მდივანთან ორგანიზებულ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

06.02.2020 09:33

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე: ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მივაწოდე

04.02.2020 23:44

ბონი გლიკი

ბონი გლიკი: ამერიკელი კონგრესმენები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ

04.02.2020 20:37

დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა

04.02.2020 08:47

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30