04 თებერვალი 2020, 23:44 / სანდო წყარო
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
„მივაწოდე ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავუდასტურე ხელისუფლების მზაობა, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდეს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში განაცხადა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში “German Marshal Fund”-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აშშ-საქართველოს სტატეგიულ პარტნიორობას მიეძღვნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოსა და რეგიონის საკითხზე მომუშავე ექსპერტული წრეების წარმომადგებლები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნირობას და აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირისა და სანდო პარტნიორის როლი. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ტრანსატლანტიკური უსაფრათხოების უზრუნველყოფის პროცესში.
მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევებსა და სამომავლო ხედვებზე, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში გაწევრიანების გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექნილ ვითარებასა და რუსეთის პოლიტიკაზე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა სხვადასხვა საკითხებზე ექსპერტების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
„ეს იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო შეხვედრა, კარგი შესაძლებლობა, რომ ამერიკის ექსპერტული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე მათ დეტალურად ვესაუბრე როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის ოკუპაციიდან, ასევე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტეპზე. ბუნებრივია, იმ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვერაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი შემდგომი გაღრმავების გზებს.
„დღეს ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა, როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მძლავრი იმპულსები მივცეთ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, რადგანაც ამერიკისთვის საქართველო არის ყველაზე ერთგული მოკავშირე რეგიონში, არა მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით, არამედ იმ რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების თვალსაზრისით, რაც ჩვენთვის და ამერიკისთვის არის ღირებული”, - განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საპარლამენტო არჩევნებზე მზადების პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული პრინციპებით და საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას.
„როდესაც საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საგარეო კუთხით, აუცილებელია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაშიც, რადგანაც წარმატებული საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება. ბუნებრივია, ამის შესახებ აქტიური კომუნიკაცია მქონდა, ყველა კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი და მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია და არა ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ წილად სუბიექტურ ფაქტორებე არის დაყრდნობილი. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ეს შეხვედრა ძალიან კარგი და ნაყოფიერი იყო, მივაწოდე ბოლო ინფორმაცია იმ მოლაპარაკების პროცესზე, რაც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მთავარია რომ დიალოგი გახსნილია და ყველა ძალა, ვინც კი ჩართულია პროცესში, საუბრობს საერთაშორის პარნიორებთან ერთად. ახლა ყველა უნდა მიისწრაფვოდეს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რადგან ქვეყნისთვის, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ოკუპაცია და მავთულხლართების გავლება, ქვეყანა არ დადგეს ახალი დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ეს 2012 წლის შემდგომ ტარდებოდა, დემოკრატიულად, გამჭირვალედ, ეუთოს სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 4 თებერვალს დაიწყო და 7 თებერვალს დასრულდება.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
07.02.2020 19:38
05.02.2020 22:05
05.02.2020 10:05
04.02.2020 23:56
04.02.2020 20:37
04.02.2020 08:47
16.02.2020 15:30