ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ბაქრაძე: გარკვეულმა ძალებმა არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებით ჩვენს პარტნიორებს უხერხულობა შეუქმნეს

04 თებერვალი 2020, 23:09 / სანდო წყარო

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

"გარკვეულმა ძალებმა არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებით ჩვენს პარტნიორებს უხერხულობა შეუქმნეს, თუმცა მსგავსი წერილები ვერ შეურყევს საფუძველს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც 30 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად ვაშენებთ, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„აშშ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობით ხასიათდება და ამით ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი. საქართველო აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტაბილური განვითარების გარანტს წარმოადგენს. ამ თანამშრომლობას განაპირობებს ის ერთობლივი სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს. ჩვენი პარტნიორობა არ შემოიფარგლება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროთი, გვაქვს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი დინამიკა. აქედან გამომდინარე აშშ, თავის მხრივ, საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევს და ამ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა ყოველდღიურად ღრმავდება.

რაც შეეხება წერილებს, ისინი უნდა გავყოთ ორად: იყო განცხადებები, რომლებიც ერთ კონკრეტულ კომერციულ დავას შეეხებოდა. კონგრესშიც არის ისეთი ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მსგავსი განცხადებების გაკეთება შეიძლება, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. ყველა უნდა დაელოდოს და პატივი სცეს არბიტრაჟის შეფასებას „ფრონტერასთან“ დაკავშირებით. საქართველო 270-ზე მეტი ამერიკული კომპანიის მასპინძელია, რომელთა წარმატებული საქმიანობის ფარგლებში საქართველო ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად იქცა. არის ასევე წერილები, რომელთა ავტორებიც საქართველოს ძალიან მტკიცე პარტნიორები და მხარდამჭერები არიან. მიუხედავად იმ უზუსტობებისა, რომლებიც იქ იყო აღნიშნული, ჩვენ გვაქვს სივრცე და თანამშრომლობის ის ხარისხი, რომლის ფარგლებშიც ამ კვირის თუ მომავალი თვეების განმავლობაში ჩვენ აბსოლუტურად მიუკერძოებელ და ობიექტურ ინფორმაციას მივაწვდით მათ საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ. საქართველო რეგიონის ლიდერია და ამაში აშშ-ს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ამას უკავშირდება ის ინტერესი და მოლოდინიც, რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია. 

გასული წლის განმავლობაში კონგრესის წარმომადგენლებთან 100-ზე მეტი შეხვედრა დაგვიგროვდა, არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი. გარკვეულმა ძალებმა არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებით, ჩვენს პარტნიორებს უხერხულობა შეუქმნეს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პოლიტიკური განვითარების დინამიკა განვიხილოთ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. დღეს ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც კონგრესშიც ექნება შეხვედრები. ამიტომ მსგავსი წერილი ვერ შეურყევს საფუძველს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც 30 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად ვაშენებთ“,  - განაცხადა ბაქრაძემ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან პოზიტიურია ის გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები აშშ-ში იღებენ

07.02.2020 14:41

ჯიმ კოსტა კახა კუჭავა

კახა კუჭავა: კონგრესმენები მადლიერები არიან იმისთვის, რომ პირადად იღებენ ჩვენგან ინფორმაციას, რომელიც აინტერესებთ

07.02.2020 11:57

არჩილ თალაკვაძე აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ: ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება

07.02.2020 08:02

ევროპული საქართველო

დავით ბაქრაძე: ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შესათანხმებლად ოპოზიციაში კოორდინაცია და შეთანხმება მიმდინარეობს

06.02.2020 11:47

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი აშშ-ში ვიზიტზე: ეს იქნება კარგი საშუალება, სტრატეგიულ პარტნიორთან ყველაფერზე გულწრფელად ვისაუბროთ

04.02.2020 23:56

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

16.02.2020 15:29