ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

როგორ გადანაწილდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები სამოქალაქო სექტორში

04 თებერვალი 2020, 22:32 / სანდო წყარო

ბათუ ქუთელია გიგა ბოკერია

ბათუ ქუთელია
გიგა ბოკერია

საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი პოლიტიკური ლიდერების ნაწილმა მესამე სექტორში გადაინაცვლა. ზოგიერთმა მათგანმა კი თავად შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია. მესამე სექტორში გადანაცვლებულ პირებს შორის არიან: ბათუ ქუთელია, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ეკა ტყეშელაშვილი და ა.შ.

ვინ, სად და რომელ ორგანიზაციაში მუშაობს დღეს - ამის შესახებ ვიდეო გადაცემა „არენამ“ მოამზადა:

1.    ბათუ ქუთელია - 2004 წელს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, 2005-2006 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურს, 2007-2008 წლებში იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2008-დან 2011 წლამდე გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.  2011 წლიდან 2013 წლის ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს, ამ პოლიტიკური თანამდებობის შემდეგ კი, გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელი. 


2.    ნიკოლოზ ვაშაკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საზოგადოება „ივერია“ შექმნა. მოგვიანებით, ისევ "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში, "გაერთიანებულ ოპოზიციას" შეუერთდა.


3.    მამუკა გამყრელიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო ელჩი ჩინეთში, ხელისუფლების ცვლილების კი შემდეგ, ისიც ჯერ საზოგადოება „ივერიას“ შეურთდა, მოგვიანებით კი, პოლიტიკურ გაერთიანებაში აღმოჩნდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად.  


4.    დავით სიხარულიძე იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. 2006 წლის 1 მარტს დაინიშნა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. 2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე გახდა.


5.    ეკა ტყეშელაშვილი, 2004-2005 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო; 2006 წელს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, შემდე კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარედ. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2008 წელს დაინიშნა საქართველოს გენერალურ პროკურორად, იმავე წელს კი გადაინაცვლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე; 2010 წელს იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს. 

6.    შოთა უტიაშვილი მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი  ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტს, 2012 წელს, არჩევნებამდე ის დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ახლა კი რონდელის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელია.  

7.    ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გადაინაცვლეს საქართველოს რეფორმების ასოციაციაში, რომლის დამფუძნებლებად დღემდე მითითებულნი არიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია, ამავე ორგანიზაციაშია თინა ბურჯალიანი. თინა ბურჯალიანი, რომელიც ხელისუფლების ცვლილებამდე ზურა ადეიშვილის მოადგილე იყო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.


 

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

გია ვოლსკი: ეკა გიგაური, ვასილ სიხარულიძე და სხვები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან

09.02.2020 21:30

გია გაჩეჩილაძე

გია გაჩეჩილაძე ოპოზიციაზე: ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნების პერიოდში ან შემდეგ, დესტაბილიზაცია მოხდეს

05.02.2020 18:01

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: რამდენ პროცენტსაც სჯერა, რომ შემთხვევით მოხვდა იქ ბათუ ქუთელიას გვარი, ბოლოს მაგ პროცენტამდე დავა სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა

04.02.2020 17:54

ბონი გლიკი  გიორგი გახარია

ბონი გლიკი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების კურსის ზრდა

03.02.2020 12:07

ნატო

ალექსის მრაჩეკი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს

03.02.2020 11:57

ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება

27.01.2020 17:02

დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

22.01.2020 11:04

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE