ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლუკ კოფი: ნატომ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო ალიანსში მიიღოს

04 თებერვალი 2020, 18:18 / სანდო წყარო

ნატო საქართველო

Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი ლუკ კოფი აცხადებს, რომ ნატომ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო ორგანიზაციის რიგებში მიიღოს. 

თურქულ გამოცემა TRT World-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ლუკ კოფი იხსენებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არ ესმოდა, თუ რატომ არ მიიღეს საქართველო ნატოში.

„ჩვენ, თურქეთს, გვაკრიტიკებენ მეზობელ რუსეთთან შედარებით კარგი ურთიერთობების დამყარების გამო, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები ვერ თანხმდებიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ვინაიდან რუსეთის გაღიზიანება არ სურთ. თუმცა, ჩვენ ვჭირდებით საქართველოს და ჩვენც გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. შესაბამისად, ალიანსის გაფართოება აუცილებელია, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ლუკ კოფის თქმით, ძალიან ცოტა ევროპულ ქვეყანას გამოუხატავს ნატოს მიმართ ისეთი ენთუზიაზმი, როგორც საქართველოს, რომელიც ალიანსის წევრიც კი არაა. 

„საქართველო 10 წელიწადზე მეტია, ალიანსში გაწევრიანებას ცდილობს. პირველად ქვეყანამ ალიანსში მიღების პირობა 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო. მას შემდეგ ეს დაპირება ყოველ სამიტზე მეორდებოდა. 2016 წლის დეკემბერში ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს. იმედგაცრუების განცდას ქართველებში სწორედ წევრობის მიღების გაჭიანურება ქმნის. შესაბამისად, ჩავუშოღლუ მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ ალიანსს საქართველოსნაირი მოკავშირე სჭირდება“, - წერს ლუკ კოფი.

მისივე თქმით, საქართველო ნატოს სანდო პარტნიორია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.

„2012 წელს, როდესაც ნატოს არაერთი ქვეყანა ავღანეთიდან წასვლაზე ფიქრობდა, საქართველომ თავისი მისია ასობით ჯარისკაცით გაზარდა. რაც შეეხება ავღანეთში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობას, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წერტილებში, ჰელმანდისა ​და ყანდაარის პროვინციებში საქართველოს 2000-ზე მეტი სამხედრო ჰყავდა გაგზავნილი. დღეს ეს რიცხვი 900 ჯარისკაცს შეადგენს, რაც საქართველოს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორად აქცევს. 

გარდა ამისა, საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ და კულტურულ გზაჯვარედინზე მდებარეობს და ნატო მის ტერიტორიას, ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს ავღანეთში ძალებისა და ტვირთის გადაზიდვისთვის იყენებს. წლების განმავლობაში საქართველო აახლებდა თავის აეროპორტებსა და პორტებს. შავი ზღვის რეგიონისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს ტერიტორიაზე გადის“, - წერს Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი.

ლუკ კოფი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით რეგიონისთვის მაგალითს წარმოადგენს.

„რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, აშშ დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და დემოკრატიის განმტკიცებაზეა ორიენტირებული. 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას.

როდესაც საქართველოს ნატოში მიღებაზე დგება საუბარი, ალიანსის ზოგიერთი წევრი ქვეყანა იმაზე წუხს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვი კარგად იყენებს ამ საკითხს, რათა საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ გახდეს. რუსეთის ხელში ეს არის ერთგვარი დე ფაქტო ვეტო, რაც უბრალოდ მიუღებელია.

საბედნიეროდ, არსებობს საქართველოს ნატოში მიღების რამდენიმე ისეთი გზა, რომელიც რუსეთთან ომს არ გამოიწვევს. ერთადერთი კითხვა, რომელსაც ახლა პასუხი უნდა გაეცეს, უკავშირდება იმას, გამოიჩენენ თუ არა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მყოფი ლიდერები პოლიტიკურ ნებას, რომელიც საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად არის საჭირო“, - აღნიშნავს ლუკ კოფი და დასძენს, რომ დროა, ალიანსმა წინ წაწიოს საქართველოს წევრობის საკითხი, გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევა და საქართველო ნატოში მიიღოს.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

მევლუთ ჩავუშოღლუ

მევლუთ ჩავუშოღლუ: ნატოს ასპირანტ ქვეყნებს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიენიჭოთ

15.02.2020 13:03

ბონი გლიკი  გიორგი გახარია

ბონი გლიკი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების კურსის ზრდა

03.02.2020 12:07

ნატო

ალექსის მრაჩეკი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს

03.02.2020 11:57

ირაკლი კობახიძე

კობახიძე ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენის გააპროტესტებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს

27.01.2020 18:45

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი: აშშ მთავარი პარტნიორის მიმართ არანაირ გაუგებრობას არ დაუშვებს

25.01.2020 22:30

ქეთევან ციხელაშვილმა და ნატოს გენმდივნის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრეს

23.01.2020 11:31

დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

22.01.2020 11:04