ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შს მინისტრი საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

04 თებერვალი 2020, 17:24 / სანდო წყარო

კელი დეგნანი ვახტანგ გომელაური

კელი დეგნანი
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო მათ შორის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის პრევენციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების და სამართალდაცვით სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

„შეხვედრა შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ კელისთან, რომელიც ჩამობრძანდა სულ რამდენიმე დღეა საქართველოში. მას მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებები ვუსურვეთ. ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები, რეფორმები - თუ რა რეფორმები გატარდა, მომავალში რას ვგეგმავთ, რა რეფორმების გატარებას. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე ამერიკულ ოფისებთან, რომ გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. შევეხეთ ჩვენთვის მტკივნეულ საკითხს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, დაკარგული ტერიტორიები, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, რა მდგომარეობაა და როგორ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი“, - განაცხადა ელჩთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, სადაც საშუალება მოგვეცა, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განგვეხილა საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომლებიც უკვე წლებია, არსებობს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია სასაზღვრო მიმართულებით მუშაობა. ბოლო რამდენიმე წელიწადში აშშ-მა 600 მილიონ დოლარამდე გამოყო საქართველოს სასაზღვრო სექტორის აღჭურვისა და კადრების გადამზადებაში შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის. საქართველო ყურადღებას ამახვილებს საზღვაო და სახმელეთო საზღვრების დაცვაზე. აშშ კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, დაეხმარება საზღვრის დაცვის გაძლიერებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა. 

17 იანვარს საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ღონისძიებისას ფიცი დადო. ამ დრომდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იყო.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

გიგი უგულავა

ოპოზიციამ პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია გადადო

04.02.2020 10:10

ნატო

ალექსის მრაჩეკი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს

03.02.2020 11:57

კელი დეგნანი: საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს ბოლო წლებში და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი

29.01.2020 21:14

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა

29.01.2020 21:07

მევლუთ ჩავუშოღლუ ნატოს: საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს

23.01.2020 16:47

ჯეიმს აპატურაი: უნდა შემცირდეს პოლარიზება, ეს ეხება ოპოზიციასაც და არა მხოლოდ ხელისუფლებას

22.01.2020 14:41

დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

22.01.2020 11:04