ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ორიონ სტრატეჯი“: ბათუ ქუთელია საკონტაქტო პირად შეცდომით არის მითითებული

04 თებერვალი 2020, 08:28 / სანდო წყარო

ბათუ ქუთელია

ბათუ ქუთელია არ არის ჩართული ჩვენი კონსულტაციების არც ერთ პოლიტიკურ ასპექტში, არ არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში აშშ-ში და არ არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ „ორიონ სტრატეჯის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში საქართველოს ატლანტიკური საბჭო ავრცელებს.

ტექსტის თანახმად, ბათუ ქუთელია დოკუმენტებში საკონტაქტო პირად შეცდომით არის მითითებული და ეს ცდომილება უკვე გასწორებულია.

„საქართველოში არსებული ტენდენციების სტრატეგიული გაგების ხელშეწყობის მიზნით, ბათუ ქუთელია დაიქირავა „ორიონ სტრატეჯიმ“, რათა ჩაეტარებინა კვლევა და ანალიზი უსაფრთხოების, ეკონომიკის, სამხედრო საქმეთა და პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. ელჩი ქუთელია არ არის ჩართული ჩვენი კონსულტაციების არც ერთ პოლიტიკურ ასპექტში, არ არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში აშშ-ში და არ არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ადმინისტრაციული შეცდომის გამო, ბათუ ქუთელია „ორიონ სთრათეჯის“ დოკუმენტებში არასწორად არის მითითებული საკონტაქტო პირად, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის განყოფილებას წარედგინა. არასწორი განცხადება შესწორებულია და უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტში ცვლილებები შეიტანეს. „ორიონ სტრატეჯი“ ნანობს შეცდომას“, - აღნიშნულია „ორიონ სტრატეჯის“ განცხადებაში.

3 თებერვალს პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის დადებულ კონტრაქტზე გაასაჯაროვა ინფორმაცია. 

მდინარაძის თქმით, ამაში სკანდალური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ინფორმაცია, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კონტრაქტში ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია წარმოადგენს, რომელიც „ფორმალურად ამ პარტიის წევრი არ არის და საჯარო სივრცეში ობიექტური ექსპერტის სახელით მოქმედებს“. პოლიტიკოსმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებულ შესაბამის დოკუმენტზე მიუთითა.

მოგვიანებით „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცეპრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ არც რომელიმე პარტიის წევრია და არც მათი წარმომადგენელი რაიმე მოლაპარაკებებში.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვირტუალური რეალობის შექმნის სენისგან ვერ გათავისუფლდა

04.02.2020 18:29

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: რამდენ პროცენტსაც სჯერა, რომ შემთხვევით მოხვდა იქ ბათუ ქუთელიას გვარი, ბოლოს მაგ პროცენტამდე დავა სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა

04.02.2020 17:54

დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

22.01.2020 11:04

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება

21.01.2020 21:53

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

16.02.2020 15:29

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

15.02.2020 22:34

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE