03 თებერვალი 2020, 11:57 / სანდო წყარო
ფოტო: shutterstock.com
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, ის წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს“, ნათქვამია Heritage Foundation-ის მკვლევარის ალექსის მრაჩეკის სტატიაში „5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველო არის ნატოს დაფასებული პარტნიორი. აშშ-მა უნდა წაახალისოს საქართველო ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.
ავტორის თქმით, რადგან საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი) დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატომ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად.
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაიდო პირობა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მოგვიანებით იმავე წელს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში. რუსეთი დღესაც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ოკუპაციას. საქართველო დღესაც არ არის ნატოს წევრი, რის გამოც იგი კიდევ უფრო დაუცველია რუსული აგრესიის და ოკუპაციის წინაშე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, იგი წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს. 2008 წლის სექტემბერში დაარსებული ნატო-საქართველოს კომისია არის „პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმი, რომელიც ზედამხედველობს ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას“.
გარდა ამისა, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო ნატოს წევრებს წარუდგენს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას რეფორმების სხვადასხვა ამოცანასთან დაკავშირებით რჩევის მისაღებად. გარდა ამისა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და დახმარება სამომავლო გაწევრებისთვის მომზადებაში.
„რადგან საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი) დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ნატომ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად. ამისთვის კი ნატომ ცვლილებები უნდა შეიტანოს 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლში, რომელიც განმარტავს მე-5 მუხლის ძალით დაცული სპეციალური ტერიტორიების რაობას.
ამით მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაცვა დროებით მოეხსენება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს და სრულიად საქართველო შევა ნატოში. სანამ რუსეთი ხელს არ აიღებს ოკუპირებული რეგიონების კონტროლზე, ნატოს უსაფრთხოების გარანტიები მიენიჭება მხოლოდ საქათველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს“, - ნათქვამია სტატიაში.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
15.02.2020 13:03
03.02.2020 17:40
31.01.2020 14:27
27.01.2020 18:47
22.01.2020 18:57
21.01.2020 21:53
20.01.2020 17:46