ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კახა კუჭავა: მიუხედავად წერილებისა, ფაქტია და ოფიციალური ვაშინგტონიც აცხადებს, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა, როგორიც არის დღეს, არასოდეს ყოფილა

02 თებერვალი 2020, 23:56 / სანდო წყარო

კახა კუჭავა

„მიუხედავად ამ წერილებისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ფაქტია და ოფიციალური ვაშინგტონიც აცხადებს, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა, ასეთ მაღალ ნიშნულზე არასოდეს ყოფილა, როგორიც არის დღეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ოფიციალური პოზიცია და ოფიციალური განცხადებები. „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ფონზე ნებისმიერი განცხადებები, ერთი წერილიც კი საყურადღებო არ არის, როდესაც კონგრესმენი ან სენატორი აგზავნის წერილს და იქ გამოთქვამს შეშფოთებას, აუცილებელია ამას ყურადღება მიექცეს და მინიმუმ დეტალები გავიგოთ თუ რა არის ამის საფუძველი“, - კუჭავამ.

მისი განცხადებით, საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უახლოეს დღეეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტს გამართავს და დაესწრება მნიშვნელოვან და მოცულობით ღონისძიებას „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ (National Prayer Breakfast), სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერი იყრის თავს. კუჭავას თქმით, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესის წევრებთან.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ხშირად გვაქვს ვიზიტები, თუმცა ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ღონისძიებას დავესწრებოდით. ვიყენებთ ამ შანსს, ამ ვიზიტს, რომ აუცილებლად მოვახერხოთ და ის დარჩენილი ორი-სამი დღე, შევხვდეთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენ შეგვხვდეს და მათ, ვისაც ჩვენც გვინდა რომ ვესაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც მათ აწუხებთ და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ. რაღაც პერიოდულობით ყოველთვის ჩადის საქართველოდან დელეგაცია და შესაბამის უწყებებთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან მართავს შეხვედრებს იმ საკითხებზე, რომელიც იმ დროისთვის არის აქტუალური“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ვიცე-სპიკერის თქმით, არის წერილები, სადაც აშკარად ჩანს არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად გამოთქმული წუხილი და მნიშვნელოვანია პირადი შეხვედრების დროს გაირკვეს, თუ რა გახდა ამის საფუძველი. „ეს ტენდენცია სამწუხაროდ არის არა მარტო ამერიკის შემთხვევაში. ევროპარლამენტში ჩემი დაახლოებით ორი კვირის წინანდელი ვიზიტის დროს ეს ძალიან კარგად იგრძნობოდა. პირად საუბრებში ჩანდა და თვითონაც ხვდებიან, თუ რამდენად არასწორი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული და ამ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს დასკვნები, თუმცა ჩვენ გვქონდა შეხვედრები და მათთან საუბარი. ჩვენ ვართ ძალიან აქტიურად ჩართული ამ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პირადად ხვდები და პირადად საუბრობ ამ საკითხებზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ჯიმ კოსტა კახა კუჭავა

კახა კუჭავა: კონგრესმენები მადლიერები არიან იმისთვის, რომ პირადად იღებენ ჩვენგან ინფორმაციას, რომელიც აინტერესებთ

07.02.2020 11:57

კახა კუჭავა: ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრისას გაირკვა, რომ მათ არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის „ფრონტერას“ წინააღმდეგ არსებული საარბიტრაჟო დავაზე

07.02.2020 07:48

ჯეიმს აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს

22.01.2020 18:57

ჯეიმს აპატურაი: უნდა შემცირდეს პოლარიზება, ეს ეხება ოპოზიციასაც და არა მხოლოდ ხელისუფლებას

22.01.2020 14:41

დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

22.01.2020 11:04

გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის ბიძა, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ უმაღლესი რანგის ოფიცერი საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა

22.01.2020 00:06

გოგა ხაინდრავა NDI-ის კვლევაზე: ლორა თორნტონის ოცნება არასოდეს აღსრულდება - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მობრუნდება

21.01.2020 23:46