ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

The Hill: ამერიკას საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები სჭირდება

31 იანვარი 2020, 11:20 / სანდო წყარო

ამერიკას საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები სჭირდება, - ამ სათაურით მასალას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

როგორც სტატიის ავტორი, ვაშინგტონის „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (Center for European Policy Analysis, CEPA) უფროსი თანამშრომელი იანუშ ბუგაისკი წერს, შუა აღმოსავლეთისა და ევრაზიის რეგიონებში კონფლიქტების წარმოქმნის საფრთხეებით სავსე ათწლეულში ამერიკას სჭირდება სანდო მოკავშირეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის უსაფრთხოებაში, საქართველო კი, ნატოს ეგიდით ოპერაციებში მონაწილეობის სანიმუშო ისტორიით, სწორედ ასეთი მოკავშირეა.

მისი აზრით, ვაშინგტონში საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტმა კი შეიძლება უზრუნველყოს ის ბიძგი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასა და საქართველოს შორის.

„შემდეგ კვირაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეკრებაში National Prayer Breakfast და გამართავს შეხვედრებს კონგრესის ლიდერებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აპირებს დაესწროს მაღალი დონის დისკუსიას რელიგიური თავისუფლების შესახებ. ეს უკანასკნელი მაიკ პომპეოს ინიციატივაა, რომელიც მიზნად რელიგიური თავისუფლებების გლობალურ ხელშეწყობას ისახავს. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში შეიძლება იქცეს კიდევ ერთ შესაძლებლობად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასასმელად.

გასული წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა სრულ თანხმობაშია ამერიკისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად უჭერს მხარს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ვენესუელასა და იერუსალიმთან დაკავშირებით. ამერიკის მოკავშირეები სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონებში ასრულებენ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის კუთხით, რის წყალობითაც მცირდება ამერიკული ჯარების მასშტაბური განლაგების აუცილებლობა. საქართველოს სწორედ ასეთი სასარგებლო როლის შესრულება შეუძლია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, შუა აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის მოქცეულ ფეთქებად რეგიონში. სამხრეთ კავკასიის ეს წამყვანი ქვეყანა მდებარეობს შავიზღვისპირეთში, რომელსაც რუსეთი იყენებს თავისი სამხედრო ძალის მობილიზაციისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით.

რუსეთის მიერ შავ ზღვასა და კავკასიაზე მარყუჟის შემოჭერა საფრთხეს შეუქმნის ნატოს წევრი ქვეყნების: რუმინეთის და ბულგარეთის და ნატოს ასპირანტი ქვეყნების: საქართველოს და უკრაინის უსაფრთხოებას, ასევე დაემუქრება კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპისკენ მიმავალ ენერგორესურსების მიწოდებას და ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტებს, რომლებიც გადის რუსეთის ტერიტორიაზე. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი მსხვილი ენერგეტიკული მილები და სარკინიგზო ხაზები ასევე გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს უკვე შეაქვს უზარმაზარი წვლილი ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების, ასევე ავღანეთის შეიარაღებული ძალების წვრთნისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში საქართველო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ წვლილის შემტანს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ავღანეთში საქართველომ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო მოკავშირე ძალებს შორის. საქართველო ასევე სთავაზობს თავის ტერიტორიას, ინფრასტრუქტურას და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს ნატოს ჯარებისა და ტვირთის ტრანზიტისთვის. ქვეყნის ძირითადი აეროპორტები და პორტები მოდერნიზებულია.

განსხვავებულ რეგიონებში ამერიკის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სანდო მოკავშირეების მიერ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ უსაფრთხოებაში. პოლონეთი, ისრაელი და საქართველო ამ მხრივ სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით.

საქართველომ ვაშინგტონისგან შეისყიდა ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მაღალი რანგის ვიზიტების დროს ადმინისტრაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი დიდად აფასებს საქართველოს პროამერიკულ საგარეო პოლიტიკას და მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში, და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ უნდა იყოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და განახლებული ბიძგის მიცემა ნატოში საქართველოს წევრობისთვის. 2008 წლის სამიტზე ნატომ დადო პირობა, რომ საქართველო მისი წევრი გახდებოდა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ხმარდება თავდაცვას. ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა გახდეს ალიანსის სრულფასოვანი წევრი. მაგალითად, ნატო-საქართველოს ურთიერთობები ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ალიანსის ურთიერთობა ნებისმიერ სხვა პარტნიორთან, მათ შორის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში წვლილის შემტან პარტნიორებთან.

ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს გაწევრება გამოიწვევს ომს რუსეთთან, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო. თუმცა მათ ავიწყდებათ პრინციპი, რომლის მიხედვით არც ერთ მე-3 მხარეს არ აქვს ნატოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება და, შესაბამისად, არ შეუძლია ასპირანტი ქვეყნის „მძევლად“ აყვანა.

ნატოში შესვლა ხანგრძლივი პროცესია. ამ გზაზე საქართველო აშშ-ის მიერ აღიარებული იქნება, როგორც ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირე - სტატუსი, რომლითაც დღეს 16 ქვეყანა, მათ შორის ეგვიპტე, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა სარგებლობს. კონგრესის 2014 წლის კანონპროექტიდან ამოღებული იყო დებულება საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭების შესახებ, რადგან ობამას ადმინისტრაციამ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის ამბიციები.

ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირის სტატუსი ემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, რისთვისაც უზრუნველყოფს საფუძველს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის და იძლევა ამერიკული ჯარების განთავსების უფლებას. მართალია, იგი ფორმალურად არ უზრუნველყოფს გარანტიებს უსაფრთხოების მხრივ, მაგრამ მაინც მიუთითებს მოწინააღმდეგეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ დაიცავს თავის მოკავშირეს. ამ ტიპის შეთანხმება ასევე დაეხმარება ამერიკელებს და ქართველებს რუსული დივერსიების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებაში, ჩინეთის ნეგატიური გავლენის გაქარწყლებაში და კავკასიაში მეზობელ ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება-განმტკიცებაში.

ამერიკისთვის არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, საქართველო, თავისი მტკიცე ტრანსატლანტიკური კურსის და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, წარმოადგენს მისაბაძ პოლიტიკურ მაგალითს რეგიონში და მოსკოვის ავტორიტარიზმის ალტერნატივას, რომელშიც სახეზეა საპარლამენტო დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მომხიბვლელი საინვესტიციო გარემო. უსაფრთხოების სფეროში უფრო კონკრეტული დახმარების პირობებში საქართველო უკეთ დაიცავს თავს რუსეთის თავდასხმებისგან, განამტკიცებს დემოკრატიას და გააღრმავებს ამერიკის კავშირებს რეგიონში“, - წერს იანუშ ბუგაისკი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

მევლუთ ჩავუშოღლუ

მევლუთ ჩავუშოღლუ: ნატოს ასპირანტ ქვეყნებს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიენიჭოთ

15.02.2020 13:03

ადამ კინზინგერი

ადამ კინზინგერი: აუცილებელია საპროტესტო აქციებმა შეინარჩუნოს მშვიდობიანი ფორმა

10.02.2020 09:32

შავი ზღვა გემი

ლუკ კოფი: შავი ზღვა აშშ-ის და ნატოს პრიორიტეტი უნდა იყოს

09.02.2020 20:01

ირაკლი კობახიძე

კობახიძემ სტრასბურგში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანა განმარტა

27.01.2020 18:47

ირაკლი კობახიძე

კობახიძე ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენის გააპროტესტებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს

27.01.2020 18:45

ზალკალიანი: აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

27.01.2020 18:05

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30