ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტი: გაყინული კონფლიქტების, ღია ომისა ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ

28 იანვარი 2020, 22:13 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მიღწევებზე, პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„შარშან საქართველომ ევროპის საბჭოში თავისი წევრობის 20 წლისთავი აღნიშნა. 11 წლით ადრე კი მან დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღეს რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია. დიდი გზა გავიარეთ. ევროპის საბჭოში გაწევრიანება ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაციის, ადამიანების გათავისუფლების, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის დასაწყისი იყო.  გზა, რომელიც პასუხობდა ჩვენი საზოგადოების თავისუფალ ნებას; არჩევანი, რომელიც არ შეცვლილა და დღემდე რჩება ჩვენი შთაგონების წყაროდ, უფრო და უფრო გვაახლოებს ევროპაში ინტეგრაციასთან"- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისტორიისთვის ამ მოკლე დროში საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა. ის ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს. მთლიანობაში.

„ჩვენი ქვეყანა სტაბილური გარემოს მქონეა. მიუხედავად ყველაფრისა: გაყინული კონფლიქტებისა და ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად - საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენ შევძელით წევრობისთვის საჭირო რეფორმების გატარება, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი ცვლილებები მოსახლეობისთვის ხშირად მტკივნეული იყო. ჩვენ დიდი ძალისხმევით ვმოძრაობთ ერთადერთი მიმართულებით, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი ჩვენს მიღწევებზე მიუთითებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო სანდო პარტნიორია. ჩვენ ვიცით, რომ გზის დასასრულამდე არ მიგვიღწევია. იმისათვის, რომ რეფორმების ბოლო ტალღა განვახორციელოთ, საჭირო იქნება მეტი პოლიტიკური ნება. ბოლო მონაკვეთი ყველაზე რთულია, მაგრამ, ამავე დროს, დიდი ჯილდოც მოაქვს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ საუბრისას პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებებზე გაამახვილა.

„2018 წელს მიღებული კონსტიტუცია ჩვენი დემოკრატიული განვითარების შემდგომ საფეხურს განსაზღვრავს. ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება ავიღეთ - ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს დაემატა ახალი - სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი უფლებები, და ეს საქართველოს თანამედროვე და პროგრესული ევროპული ქვეყნების გვერდით აყენებს.  

გარემოსდაცვითი უფლებები, კონკრეტულად კი - ეკოლოგიური ზიანისგან მოქალაქეების დაცვა ის პრიორიტეტია, რომელთან გამკლავებასაც ბევრი ქვეყანა ახლა სწავლობს. მჯერა, რომ ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზე. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ საქართველომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა აირჩია. ამ პრიორიტეტის განხორციელებას ჩვენ არა მარტო პრეზიდენტობის პერიოდში ვაპირებთ, არამედ შემდეგაც. ევროპის საბჭოში გაერთიანების შემდეგ საქართველო 89 კონვენციასა და პროტოკოლს მიუერთდა. მათ შორის მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო  ევროპული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ"-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, 2019 წელს საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო.  

„ვამაყობ, რომ საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და შემოიღეს სექსუალური შევიწროების განსაზღვრება და ამ ქმედების აკრძალვა. მართალია, საზოგადოებას ერთგვარად უჭირს ამ პირობების აღიარება, მაგრამ უფრო მეტმა ადამიანმა გაიაზრა თავისი უფლებები, განსაკუთრებით - სამსახურში. 

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება მკაფიო ნიშნული გახდა ბავშვის დაცვის, მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო სისტემების გაძლიერების კუთხით. კოდექსით განისაზღვრა ბავშვის ჩართულობის გარანტიები მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ ეტაპზე სახელმწიფო შესაბამისი სისტემების ჩამოყალიბების პროცესშია.   

ახლახან შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებული ახალი კანონი  წინ გადადგმული ნაბიჯია. იგი ადგენს დაცვის მაღალ სტანდარტებს, აწესებს ეფექტიან სანქციებს, აფართოებს შრომის ინსპექტირების მანდატს და მიზნად ისახავს შრომის კულტურის შეცვლას. კანონი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს ასახავს. მთავრობა ახლა უკვე შრომის ინსპქტირების გაძლიერებაზე მუშაობს, რათა სათანადო სტანდარტების განხორციელება უზრუნველყოს. პრაქტიკაში მათი ზედმიწევნით განხორციელება დამოკიდებული იქნება ინსპექტირებისა და მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობაზე. 

ადამიანის უფლებებს მუდმივი დაცვა სჭირდება. აქ კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს"-განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა. „ლგბტ საზოგადოების მიერ საჯარო გამოსვლების (პრაიდის) მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ეფუძნება როგორც რელიგიურ ტრადიციებს, ისე საბჭოთა პურიტანიზმის კვალს. ხლისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი  სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის. სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა. ისინი ეფექტიანად იცავენ უმცირესობებს ფიზიკური ძალადობისგან. 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია. მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება: თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს. კონტროლის მექანიზმისა და თვითრეგულირების არქონა კი, როგორც სხვაგან, საქართველოშიც ართულებს სოციალურ გარემოს. როგორც თავისუფალ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლება იქაც პასუხისმგებლობის შეგრძნების გარეშე ხორციელდება, იგი ხშირად ანონიმურია და ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დაძაბულობის მატებას უწყობს ხელს"- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღეს მედია ორგანიზაციები და სოციალური მედია სრული თავისუფლებით სარგებლობს. თითქმის არც ერთი ორგანიზაცია არ დაჯარიმებულა სასამართლოს მიერ, ან არ გაუკრიტიკებია საზოგადოებას.

„ოპოზიციური არხის - „რუსთავი-2-ის“ საკუთრების დავა, რომელიც სასამართლოში იხილებოდა, წარმოდგენილ იქნა, როგორც ხელისუფლების მხრიდან არხის გაკონტროლების ან დახურვის მცდელობა. ამ დროს კი პირიქით მოხდა, - განხილვის პერიოდში საგადასახადო უწყებამ თავი შეიკავა დაგროვილი დავალიანების (23 მილიონი ლარის) ამოღებისგან. საქმე განიხილა როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ისე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ. 2019 წლის ივლისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2-ის“ მიმართ არც ერთი უფლება არ იყო დარღვეული, მათ შორის - არც სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის ერთ-ერთი  დადასტურება იყო. 

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ არხის ჩამორთმევად წარმოჩენილი გადაწყვეტილების მიმართ მრავალწლიანი პროტესტისა, სტრასბურგის სასამართლოს   გადაწყვეტილებით არხი ლეგიტიმურ მესაკუთრეს დაუბრუნდა. დრამატული პროგნოზებისგან განსხვავებით, არხის მესაკუთრის ცვლილებით არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა. „რუსთავი-2“ კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია. ამასობაში, მედიასივრცეს კიდევ რამდენიმე ახალი ოპოზიციური არხი დაემატა. დღევანდელი ქართული მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია. ცალსახაა, რომ დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ ადამიანის უფლებების მიმართ ერთიანი მიდგომა შეიმუშავა და 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები დაამტკიცა. 

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიღწევათა პრაქტიკაში განხორციელებისა და შედეგების მონიტორინგისთვის ზედმიწევნით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. განსაკუთრებული როლი აქ სახალხო დამცველს ენიჭება. ომბუდსმენი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და პარლამენტს წარუდგენს თავის ყოველწლიურ ანგარიშში. მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებული რეკომენდაციების რაოდენობა იზრდება, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. 

ახალი კონსტიტუცით, მონიტორინგის კუთხით პარლამენტს ზედამხედველობის გაფართოებული ფუნქცია მიენიჭა. ახალი რეგლამენტით შემოღებულ იქნა მონიტორინგის განხორციელებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების  გავრცელების ახალი მექანიზმები: მინისტრის საათი, თემატური კვლევა და ინტერპელაცია. ასევე, გაზრდილია ოპოზიციის როლი საზედამხედველო ფუნქციებში. 2019 წლის განმავლობაში პარლამენტმა ჩაატარა 13 მინისტრის საათი, შედგა 3 თემატური ჯგუფი და 4 ინტერპელაცია. 

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებას ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო სტატისტიკა ადასტურებს. ჩვენთან სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და არ დგება  სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი გასაჩივრების საჭიროება. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სარჩელების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა. ამავე დროს, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მაჩვენებლის ზრდა დასტურდება მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებით. აგრეთვე, სახელმწიფო წარმატებით ასრულებს დანაპირებს, ეროვნულ დონეზე მოაგვაროს სარჩელები. დღევანდელი მონაცემებით უკვე 128 საქმე მორიგებით ან მთავრობის გადაწყვეტილებით მოგვარდა"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ილაპარაკა 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციაზე და სასამართლო სისტემაზე. ზურაბიშვილის განმარტებით, მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება.

„საქართველომ სასამართლო რეფორმის სამი ეტაპი უკვე განახორციელა. ახლა პარლამენტი რეფორმის „მეოთხე ტალღაზე“ მუშაობს. ეს ეტაპი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: 
•    მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის მექანიზმების სრულყოფა: პასუხისმგებლობის ფორმები, პროცესის მიმდინარეობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სააგენტოს გაძლიერება; 
•    დაგროვილი საქმეების შემცირება;
•    იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა;
•    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცედურების დახვეწა (მოსამართლეთა წარდგენისა და შერჩევის კრიტერიუმები, გამჭვირვალობა)"- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, 2019 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა შეცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის წესი, რათა უზრუნველეყო კანდიდატების გამჭვირვალე და პროფესიული შეფასება. პარლამენტმა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული 5 რეკომენდაციიდან ოთხი გაითვალისწინა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შერჩევის პროცესი დადებითად შეაფასა ყველა დაინტერესებულმა მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ.

არჩევნებზე საუბრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გზა დემოკრატიისკენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადის. 

„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის საქართველომ გააუმჯობესა პირობები და ყოველი შემდეგი არჩევნები იყო უკეთესი. მოსახლეობის ნდობის მისაღებად  და არჩევნებში  ამომრჩეველთა მონაწილეობის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მიდინარე მუშაობის შედეგად გაუმჯობესდება კოდექსი და  გაიზრდება შესაბამისი სტანდარტები.

სინამდვილეში, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ზოგადად, ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაცია უქმნის. იგი ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები - ორგანიზმზე. ეს დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის და არც საქართველოა გამონაკლისი"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ოკუპაციაზეც უსაუბრა მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა და მუდმივად უარესდება. საოკუპაციო ხაზი მუდმივად იცვლება, ხოლო გამშვები პუნქტები ხშირად დაკეტილია, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას გადაადგილების უფლებას უზღუდავს.

„ცხინვალის გამშვები პუნქტი სექტემბრიდან დახურულია, რაც ხშირად ადამიანური ტრაგედიით სრულდება, - მაგალითად, ასეთი ტრაგედია იყო მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება. ის არ გამოატარეს საქართველოს ტერიტორიაზე, რათა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მიეღო. 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს მოქალაქეებს მუდმივად ეზღუდებათ უფლებები - ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობა; იკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება- როგორც ქართულად, ისე - აფხაზურად და ოსურად; მიმდინარეობს რუსიფიკაცია. ასევე, გრძელდება ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია გალის ტერიტორიაზე, სადაც იგი უმცირესობაშია. 

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლები გაყოფილია; ხშირია მოქალაქეების გატაცება, „გამოსასყიდის“ მოთხოვნა, წამების შემთხვევები და მკვლელობებიც კი არარსებული „საზღვრის“ გადაკვეთისთვის, რომელიც ხან ეზოს, ხან - სოფელს, ხან კი -სასაფლაოებს ყოფს. ბოლო ინციდენტი ცხინვალის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება იყო. იგი ადგილობრივი პაციენტის დასახმარებლად გადავიდა. ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ პრინციპებს და ქმნის საფუძველს შემდგომი ესკალაციისთვის. მინდა გამოვიყენო დღევანდელი შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელმაც დიდ ძალისხმევა ჩადო ექიმ გაფრინდაშვილის ორთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებაში. 

აღსანიშნავია, რომ ადგილზე ვითარების მონიტორინგი შეზღუდულია, ვინაიდან რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიას არ უშვებს. ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმებით ტექნიკური საკითხების მოგვარება იშვიათად მიიღწევა. როგორც კი მნიშვნელოვანი საკითხი დგება, რუსული მხარე ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას. მისი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი ფორმატი ვერ არის დამაიმედებელი. ორივე დიალოგი უნდა გამოცოცოხლდეს,  აიწიოს პოლიტიკური დონე, რათა ისინი კონფლიქტის მართვის კი არა, მისი მოგვარების მექანიზმად ჩამოყალიბდეს. 

„მჯერა, რომ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ თანხმობას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას. გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულია მრავალი რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითია. მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება! 

ჩვენ გვჭირდება ყველას ჩართულობა და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კონფლიქტის მოგვარების გზა ვიპოვოთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და უზრუნველვყოთ თავისუფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 

ჩემი არჩევის დღიდან მე აქტიურად ვმუშაობ იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჩვენი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე ავიყვანო. 

მოვუწოდებთ  ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განსაკუთრებით - დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რათა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების, უფრო სწორად - ადამიანების გაერთიანებისკენ. 

საოკუპაციო ხაზი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია. ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი და მისწრაფება რიგით მოქალაქეების კეთილიდღეობა და უსაფრთხოებაა. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ"- განაცხადა პრეზიდენტმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს

31.01.2020 14:27

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა

28.01.2020 11:15

ირაკლი კობახიძე

კობახიძემ სტრასბურგში ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანა განმარტა

27.01.2020 18:47

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძე აირჩიეს

27.01.2020 15:47

გოგა ხაინდრავა NDI-ის კვლევაზე: ლორა თორნტონის ოცნება არასოდეს აღსრულდება - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მობრუნდება

21.01.2020 23:46

რუდი სოფელ ჩორჩანაზე: პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ყველა მექანიზმის გამოყენება

20.01.2020 17:46

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

16.02.2020 15:30

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE