ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სტამბოლი თვითმფრინავის დაშლა

სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Anadoulu ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

06.02.2020 00:28

ზვავი თურქეთი

თურქეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

05.02.2020 23:41

ირანი უკრაინული ლაინერი

კანადა ირანის მიერ ჩამოგდებული უკრაინული ლაინერის შავი ყუთების საფრანგეთში გაგზავნას ითხოვს

ამ საკითხს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანსუა-ფილიპ შამპანი თავის ირანელ კოლეგასთან, მუჰამედ ჯავად ზარიფთან განიხილავს. თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის კანადის მოქალაქეებიც.

05.02.2020 22:59

თვითმფრინავი სტამბოლი

სტამბოლის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავი რამდენიმე ნაწილად დაიშალა

ლაინერი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ს ეკუთვნის და სტამბოლში ქალაქ იზმირიდან ჩაფრინდა. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა 21 ადამიანი დაშავდა. 

05.02.2020 21:17

ბილ გეიტსი

ბილ გეიტსმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $100 მილიონი გამოყო

გეიტსების ფონდის მთავარი მიზანი ვირუსის უფრო სწრაფი დიაგნოსტიკა და დაავადების გავრცელების მაქსიმალური შეზღუდვაა. თანხა ასევე ჩინეთის და იმ ქვეყნების ჯანდაცვის ეროვნულ უწყებებს გადაერიცხებათ, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

05.02.2020 19:55

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა სირიის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური დამასკოსგან იდლიბის პროვინციაში სირიული ჯარის თურქული საგუშაგოების ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვს. მან სირიის მთავრობას ჯარის გასაყვანად დრო თებერვლის ბოლომდე მისცა. 

05.02.2020 18:44

თურქეთი ზვავი

თურქეთში ზვავის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა

მთაზე ზვავი ორჯერ ჩამოწვა. პირველ შემთხვევაში სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. მეორედ კი ზვავი მაშინ ჩამოწვა, როცა ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მაშველები, პოლიციელები, მეხანძრეები და სამოქალაქო პირები.

05.02.2020 17:19

პიტ ბუტიჯიჯი

ამერიკელი დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში პიტ ბუტიჯიჯი ლიდერობს

დელეგატების ხმების 62% -ის დათვლის შემდეგ, პიტ ბუტიჯიჯი 26,9%-ით ლიდერობს, ბერნი სანდერსმა 25,1% მოიპოვა, ელიზაბეთ უორენმა დელეგატების ხმების 18,3% მიიღო, ჯო ბაიდენმა კი- 15,6%. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

05.02.2020 12:39

კორონავირუსი

იაპონიაში საკრუიზო გემის 3700 მგზავრიდან 10-ს კორონავირუსი დაუდგინდა

მგზავრებიდან ამ დროისთვის ტესტირება 300 ადამიანს გაუკეთეს. საკრუიზო გემზე მგზავრების შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც 80 წლის ჰონგკონგელი კაცი კორონავირუსის გამო შეუძლოდ გახდა. 

05.02.2020 12:30

დონალდ ტრამპმა ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა, საპასუხოდ კი პელოსიმ ტრამპის გამოსვლის ტექსტი დახია

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში ყოველწიური მიმართვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლამდე დონალდ ტრამპმა თავისი მოხსენების ასლები პრეზიდიუმის ხელმძღვანელებს ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის დაურიგა. 

05.02.2020 11:59

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE