ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ლი ვანლინი ექიმი კორონაივრუსი

ჩინელი ექიმი, რომელმაც მსოფლიო კორონავირუსის საფრთხის შესახებ გააფრთხილა, ამ ვირუსით გარდაიცვალა

34 წლის ექიმმა ახალი ინფექციის შესახებ კოლეგები 30 დეკემბერს გააფრთხილა და მათ პირბადეების ტარება ურჩია. 4 დღის შემდეგ, ის საჯარო უსაფრთხოების ბიუროში დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს.

06.02.2020 20:05

კორონავირუსი

ბრიტანეთსა და გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ბრიტანეთში ეს დაავადების უკვე მესამე შემთხვევაა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტს ვირუსი დიდ ბრიტანეთში არ გადაედო. კიდევ ერთი დაავადებული აღმოაჩინეს გერმანიაში, ბავარიის პროვინციაში. ამგვარად, გერმანიაში ახალი ვირუსის უკვე მეცამეტე შემთხვევა დაფიქსირდა. 

06.02.2020 19:22

კრემლი

​ყველას, ვინც კრემლში ვლადიმერ პუტინს ხვდება, სიცხეს უზომავენ

სამედიცინო შემოწმებას იმ საჯარო ღონისძიებების მონაწილეები გადიან, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი ესწრება. მოგვიანებით პუტინის პრეს-მდინვანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ კრემლში პრევენციული ზომები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. 

06.02.2020 18:39

კორონავირუსი

ჩინეთში ჩვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ექიმების ცნობით, ბავშვის დედა კორონავირუსით იყო დაავადებული, თუმცა უცნობია როგორ გადაეცა ახალშობილს ვირუსი: ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში თუ გაჩენის შემდეგ. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

06.02.2020 15:45

იტალიაში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

მილანში ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ბოლონიიდან მილანისკენ მიემგზავრებოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევა ქალაქ კაზალპუსტერლენგოსთან ახლოს მოხდა. წინასწარი მონაცემებით, 2 მემანქანე დაიღუპა, დაახლოებით 30-მდე მგზავრი კი დაშავდა. ისინი საავადამყოფოში არიან გადაყვანილები.

06.02.2020 12:10

ავღანეთი

ავღანეთში ამერიკის მოქალაქე გაიტაცეს

57 წლის მარკ ფრერიჩსი გასულ პარასკევს გაუჩინარდა. ის აშშ-ს საზღვაო ძალებში მსახურობდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა როგორც ვაშინგტონში ვარაუდობენ, ამერიკის მოქალაქე „ჰაქანის ქსელის“ სახელით ცნობილმა დაჯგუფებამ გაიტაცა, რომელიც „თალიბანთან“ არის კავშირში.

06.02.2020 10:19

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 560-ს გადააჭარბა

ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი უკვე 27 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

06.02.2020 09:23

თურქეთი ავიაკატასტროფა

სტამბოლში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინციდენტისას თვითმფრინავის ბორტზე 183 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 2 ბავშვი. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 179 ადამიანი.

06.02.2020 08:14

დონალდ ტრამპი

აშშ-ის სენატმა იმპიჩმენტის საქმეზე დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 48 იყო

06.02.2020 08:00

რუმინეთის პარლამენტმა ლუდოვიკ ორბანის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

რუმინეთში პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ლუდოვიკ ორბანის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. კენჭისყრაზე მთავრობის გადადგომას 261-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 233 წინააღმდეგი წავიდა.

06.02.2020 00:37