ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
კორონავირუსი

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 722-ს მიაღწია

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 722-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

08.02.2020 09:49

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა დაითხოვა ორი მაღალჩინოსანი, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მაღალჩინოსანი, რომლებმაც იმპიჩმენტის ფარგლებში მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

08.02.2020 09:00

აშშ კორონავირუსთან საბრძოლველად ჩინეთს $100 მილიონს გამოუყოფს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ჩინეთს კორონავირუსის პრევენციისთვის $100 მილიონს გამოუყოფს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

08.02.2020 01:05

რუსეთის დუმის დეპუტატი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

რუსეთის დუმის დეპუტატი აირატ ხაირულინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც მძიმე ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს.

07.02.2020 19:51

იერუსალიმში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს

იერუსალიმში ძველი ქალაქის შესასვლელთან შეიარაღებულმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. 24news.tv-ის ცნობით, ერთი სამართალდამცველი მსუბუქად დაშავდა. თავდამსხმელი საპასუხო სროლას ემსხვერპლა.

07.02.2020 10:46

ყასიმ ალ-რიმი

იემენში „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მოკლეს

ამერიკელებმა იემენში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ყასიმ ალ-რიმი მოკლეს, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ მეთაურობდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

07.02.2020 08:43

კორონავირუსი

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 636-ს მიაღწია

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტი იტყობინება.

07.02.2020 08:16

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტზე: ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, უსამართლოდ, სხვა პრეზიდენტს ეს არასოდეს უნდა დაემართოს

ტრამპმა საგანგებო ბრიფინგი თეთრ სახლში მოაწყო. გამოსვლას ადმინისტრაციის წევრები, მხარდამჭერები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. აშშ-ის სენატმა პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა.

07.02.2020 00:36

კლაუს იოჰანისი რუმინეთის პრეზიდენტი

რუმინეთის პრეზიდენტმა მთავრობის ჩამოყალიბება ყოფილ პრემიერმინისტრს დაავალა, რომელსაც პარლამენტმა გუშინ უნდობლობა გამოუცხადა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ლუდოვიკ ორბანი დანიშნა, რომლის მთავრობასაც ქვეყნის პარლამენტმა 5 თებერვალს უნდობლობა გამოუცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

07.02.2020 00:33

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპის „საუკუნის შეთანხმებას“ მხარი დაუჭირა

შესაბამისი განცხადება ჯონსონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში გააკეთა. 28 იანვარს დონალდ ტრამპი გამოვიდა „საუკუნის შეთანხმების“ ინიციატივით, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს.

06.02.2020 21:19

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE