ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ირლანდია არჩევნები

ეგზიტპოლი: ირლანდიის საპარლამენტო არჩევნებზე სამმა მთავარმა პარტიამ თანაბარი შედეგი აჩვენა

ეგზიტპოლის მიხედვით, ირლანდიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე სამმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ თანაბარი შედეგი აჩვენა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

09.02.2020 08:33

ჯაკრაპანტ ტომა

ტაილანდელი ჯარისკაცი, რომელმაც 20 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია

ტაილანდელმა სამართალდამცველებმა მოკლეს კაპრალი ჯაკრაპანტ ტომა, რომელმაც 8 თებერვალს ქალაქ ნახონ რატჩასიმაში ცეცხლი გახსნა და 20 ადამიანი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტაილანდის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის მოტივები ამ დრომდე უცნობია.

09.02.2020 08:20

ტაილანდი სროლა

ტაილანდელმა სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ დააკავეს ჯარისკაცი, რომელმაც 20 ადამიანი მოკლა

სამართალდამცველები შევიდნენ იმ სავაჭრო ცენტრში, რომელშიც მსროლელი სავარაუდოდ მძევლებთან ერთად იყო გამაგრებული. სპეცრაზმელებმა შენობიდან ასობით ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა კაპრალი ტომა ვერ იპოვეს.

08.02.2020 23:25

პირბადე კორონავირუსი

შანხაიში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე გამოჩენა აიკრძალა

ახალი წესი კორონავირუსის გამო მიღებული საგანგებო მდგომარეობის მოხსნამდე იმოქმედებს. მოსახლეობის რაოდენობით შანხაი ჩინეთის მეორე ქალაქია. იქ 24 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. ქალაქი ეპიდემიის ეპიცენტრ უხანიდან 670 კილომეტრშია განლაგებული. 

08.02.2020 22:47

რომის პაპი და ვოლოდიმი ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა

„ის ყველაფერს აკეთებს მსოფლიოში მშვიდობისა და ჰარმონიის დასამყარებლად. 2 თვის შემდეგ პარიზში გამართული ნორმანდიული ფორმატის შეხვედრიდან მე ვთხოვე მას დაგვეხმაროს დონბასში, ყირიმსა და რუსეთში მყოფი ტყვეების გათავისუფლებაში,“- დაწერა მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

08.02.2020 21:04

ჯაკრაპანტ ტომა

ტაილანდში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

32 წლის კაპრალმა ჯაკრაპანტ ტომამ ცეცხლი ჯერ თავის სამხედრო ნაწილში გახსნა. მან მეთაური და კიდევ 2 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც სამხედრო ავტომობილი გაიტაცა და ქალაქის ცენტრში მივიდა, სადაც სროლა გამვლელების მიმართულებით დაიწყო. 

08.02.2020 18:44

ტაილანდის სავაჭრო ცენტრში ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა

ტაილანდში, ჯარისკაცის მიერ ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში ცეცხლის გახსნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, არიან დაჭრილებიც. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მძევლების შესახებ, თუმცა ეს ცნობა ჯერ დადასტურებული არ არის. 

08.02.2020 16:55

ირლანდია არჩევნები

ირლანდიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 3,2 მილიონი ადამიანი სარგებლობს, 160-მანდატიან პარლამენტში მოხვედრისთვის 17 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი 531 კანდიდატი იბრძვის.

08.02.2020 13:57

ყაზახეთში მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში ჟამბილის ოლქის მცხოვრებლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. ხელჩართულ ჩხუბს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა. პოლიციამ მასობრივი არეულობების მონაწილე 50-მდე ადამიანი დააკავა.

08.02.2020 12:37

საფრანგეთი სამხედრო

მალიში ფრანგმა სამხედროებმა 30-ზე მეტი ისლამისტი მოკლეს

საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა მალიში 30-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

08.02.2020 10:04

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE