ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სალვადორი სამხედროები

სალვადორის პარლამენტში შეიარაღებული სამხედროები და პოლიციელები შეიჭრნენ

სალვადორის პარლამენტში შეიარაღებული სამხედროები და პოლიციელები შეიჭრნენ და ჯარის აღჭურვილობის გასაუმჯობესებლად 109 მილიონი დოლარის კრედიტის აღების მხარდაჭერა მოითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

10.02.2020 12:29

კორონავირუსი

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 908-ს მიაღწია

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 908-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

10.02.2020 08:27

აზერბაიჯანის პარლამენტი

ეგზიტპოლი: აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

პროგნოზების მიხედვით, „ახალი აზერბაიჯანი“ 125 მანდატიდან 69-ს მიიღებს, 41 ადგილი კი დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გადანაწილდება. 

09.02.2020 21:03

World Dream კორონავირუსი

ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო გაჩერებულ გემს კარანტინი მოუხსნეს

ხომალდ World Dream-ზე კარანტინი 5 თებერვალს გამოცხადდა, მას შემდეგ რაც წინა კრუიზის 3 მონაწილეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ 3 600-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრს ჰონგ-კონგში გემიდან ჩასვლა აუკრძალეს.

09.02.2020 18:13

ქარიშხალი სიარა

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალ „სიარას“ გამო ტრანსპორტის მიმოსვლა შეიზღუდა

ძლიერი წვიმისა და ქარის გამო გაუქმებულია ათობით ავიარეისი, ბორნებით მგზავრობა გაურკვეველი დროით გადაიდო, ავტომობილების მძღოლებს კი განსაკუთრებული ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

09.02.2020 17:22

ავსტრალია წყალდიდობა

ავსტრალიაში წვიმამ 74 დღის წინ გაჩენილი ტყის ხანძარი ჩააქრო

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა წვიმამ ტყის ხანძარი ჩააქრო და წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

09.02.2020 15:57

პრაიუთ ჩან-ოჩა

ტაილანდის პრემიერმა თავდამსხმელის მოტივები დაასახელა

ტაილანდის პრემიერმინისტრის პრაიუთ ჩან-ოჩას თქმით, კაპრალ ჯაკრაპანტ ტომას, რომელმაც ქალაქ ნახონ რატჩასიმაში 26 ადამიანი მოკლა, სამხედრო ნაწილის მეთაურის ნათესავთან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უთანხმოება ჰქონდა.

09.02.2020 13:07

ავღანეთი აშშ ჯარი

ავღანეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნანგარჰარის პროვინციაში ამერიკელ და ავღანელ სამხედროებს შორის ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

09.02.2020 10:08

აზერბაიჯანის პარლამენტი

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 125 საარჩევნო ოლქში განთავსებული 5573 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათზე დაიხურება. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება.

09.02.2020 09:09

კორონავირუსი

ჩინეთში კორონავირუსით უკვე 811 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 89 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 811-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

09.02.2020 08:41

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE