ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 121 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1380-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 55 748-მდე გაიზარდა.
14.02.2020 08:40
თურქეთში რუსეთის ელჩის ალექსეი ერხოვის განცხადებით, იდლიბში განვითარებული მოვლენების გამო მან მუქარები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
14.02.2020 08:00
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიკი მაუსსაც კი ექნება შანსი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებზე. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ, ვინც არ უნდა იყოს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ის დონალდ ტრამპს დაამარცხებს.
12.02.2020 00:50
„დღეიდან კორონავირუსს ოფიციალურად COVID-19 ჰქვია“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თედროს ადანომ გებრეისუსმა. სპეციალისტებს უნდა შეერჩიათ ასეთი დასახელება, რომელიც გეოგრაფიულ მინიშნებას არ შეიცავდა და არ მიუთითებდა რომელიმე ცხოველებზე, ადამიანებზე ან მათ ჯგუფებზე.
11.02.2020 19:41
სუდანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ომის დანაშაულში ბრალდებული ადამიანები, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ომარ ალ-ბაშირს 2003 წელს დარფურის რეგიონში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებენ, რომელსაც 300 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
11.02.2020 19:18
ამის შესახებ Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის მთავრობის უფროსმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში ჟონ ნანშანმა განაცხდა.
11.02.2020 16:43
პოლონეთში სტიქიას ქალი და მისი 2 ქალიშვილი ემსხვერპლნენ, შვედეთში კაცი ნავის გადაბრუნების შედეგად დაიღუპა. მსხვერპლია გერმანიასა და სლოვენიაში, ერთი ბრიტანელი კი მაშინ დაიღუპა, როცა მის მანქანას ხე დაეცა.
11.02.2020 15:17
თეთრი სახლი აშშ-ის კონგრესს NASA-ს კოსმოსურ პროგრამებზე 2021 წლის ბიუჯეტში 25.2 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.
11.02.2020 11:53
იანვარში ირანის მიერ ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იერიშის შედეგად დაშავებული სამხედროების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ BBC პენტაგონზე დაყრდნობით წერს.
11.02.2020 10:25
გერმანიის „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ქვეყნის კანცლერის პოსტზე კენჭს არ იყრის. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს.
10.02.2020 13:42