ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
კორონავირუსი

Hyundai-მ სამხრეთ კორეაში წარმოება ჩინეთიდან ნაწილების მიწოდების დეფიციტის გამო შეაჩერა

სამხრეთ კორეაში მდებარე ქარხნებში Hyundai-ს ავტომობილების 40% იწარმოება, ამასთან საწარმოები დიდწილად ჩინეთიდან საჭირო ნაწილების მიღებაზე არიან დამოკიდებულები. ბევრმა მსხვილმა ავტომწარმოებელმა კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო ჩინეთში წარმოება შეაჩერეს, მათ შორის Tesla-მ,  Ford-მა, Peugeot Citroen-მა, Nissan-მა და Honda Motor-მა. 

04.02.2020 18:51

საქართველოს ელჩი თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ელჩმა თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე.

04.02.2020 17:24

ეკონომიკა

აშშ-ის საელჩო: აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა

2019 წლის შედეგებით, აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. წინასწარი მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ამერიკიდან საქართველოში 110 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

04.02.2020 17:21

იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ  523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%-ია). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18.9%).

04.02.2020 11:46

Bloomberg: საინვესტიციო ბანკები ნავთობზე ფასის ვარდნას $47-მდე პროგნოზირებენ

ამერიკული ინვესტბანკი Citigroup-ი 2020 წლის პირველ კვარტალში ნავთობზე ფასის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებს. კერძოდ ნავთობი კიდევ 22%-ით გაუფასურდება, წერს Bloomberg. 2019 წლის პირველ კვარტალში Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $69 შეადგენდა. ბოლო მონაცემებით, კი 2020 წლის იანვარში $54 გაუტოლდა.

03.02.2020 19:52

ხაზარაძემ „თიბისი ბანკში“ წილის შემცირების მიზეზი განმარტა

„თიბისი ბანკში“ მამუკა ხაზარაძის წილის შემცირებასთან დაკავშირებით განმარტება თავად ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გააკეთეს. მათ მედიასთან დაადასტურეს ინფორმაცია, რომ წილის შემცირება გასული წლის ივლისში „რენესანს კაპიტალთან“ დადებული, აქციების დაგირავების  შეთანხმებას უკავშირდება.

03.02.2020 17:32

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს ქვეყნის მასშტაბით 32 ადგილზე მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (RS CAR) გადასახადის გადამხდელებს მიმდინარე წლის თებერვალში 32 ლოკაციაზე მოემსახურება.მოძრავი სერვისცენტრით სარგებლობა შესაძლებელი იქნება იმ რეგიონებში, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

03.02.2020 15:23

საქსტატი: იანვარში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის იანვარში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტად გაძვირდა სურსათი და ალკოჰოლური სასმელები.

03.02.2020 15:02

ნავთობი

ჩინეთში კორონავირუსის გამო ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით დაეცა

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ნავთობის მოხმარებაზე მოთხოვნა 20%-ით (დღეში 3 მილიონი ბარელი) დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ეს მსოფლიო ბაზარზე 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ მოთხოვნის ყველაზე დიდი ვარდნაა.

03.02.2020 12:10

საქართველო

სახელისუფლებო რეკეტისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია

რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერია.  სახელისუფლებო რეკეტისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

01.02.2020 11:52