საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9.6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი.
06.02.2020 17:30
რეფომის მთავარი მიზანი ეკონომიკურად ჯანსაღი საკანონმდებლო ნორმების შექმნაა, იმისვთის, რომ პრობლემების წინაშე მდგარი კომპანიების რეაბილიტაციის პროცესი შესაძლებელი გახდეს. კანონ-პროექტის დეტალები დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა გააცნო.
06.02.2020 16:11
საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. მისი მონაწილეების მოთხოვნაა 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და მათი სამუშაო ადგილებზე დაბრუნება. როგორც კომპანიის ყოფილი თანამშრომლები განმარტავენ, კომპანიის მათ მიმართ დაგროვებული სახელფასო დავალიანება მილიონ ლარს აჭარბებს.
06.02.2020 14:01
2020 წელს მინდელის სახელობის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც გლდანში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება.
06.02.2020 13:53
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის მიმზიდველობა, კიდევ უფრო გაიზრდება. მინისტრის თქმით, ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უფასოდ გადაიყვანს კომფორტული შატლები კოპიტნარის სადგურზე, სადაც ისინი შეძლებენ განაგრძონ მგზავრობა დანიშნულების ადგილამდე.
06.02.2020 13:26
ნათია თურნავამ ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობაში არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაიწყოს პორტის პროექტის ხელახალი ტენდერი და მოზიდულ იქნას ახალი, უფრო წარმატებული ინვესტორი, რომელიც საბოლოო ჯამში, მთავრობასთან ერთად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას.
06.02.2020 13:26
მიმდინარე წელს გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ 2020-2021 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. ტერიტორიის საერთო ფართობი 37 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტბის სიგრძე 300 მეტრი, ხოლო სიგანე - 160 მეტრია.
06.02.2020 13:14
სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი იყო.
06.02.2020 12:00
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლისთვის 5,2 პროცენტი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალია.
06.02.2020 11:59
მისი თქმით, რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის განვითარებასა და იმ შესაძლებლობების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აქვს.
06.02.2020 11:57