საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა პიკს 2041 წელს მიაღწევს. სსფ-მ ამ საკითხზე ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა.
07.02.2020 23:23
„ანაკლიის პორტის პროექტი დგას დღის წესრიგში. კონგრესმენებმა დაინახეს, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები ცალსახად შეასრულა“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
07.02.2020 22:38
„ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება არ იყო მართებული“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
07.02.2020 22:04
ევროკავშირის ანგარიშში განხილულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისიტროს მიერ როგორც პოლიტიკური, ისე ინსტიტუციონალური კუთხით განხორციელებული რეფორმები.
07.02.2020 21:48
გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელებულ იმ საკანონდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა და პარლამენტში უნდა იქნეს განხილული, ასევე საჯარო შესყიდვების მიმართულებით არსებულ პროგრესს და საკანონდებლო ცვლილებებს, რომლებიც მომზადებულია და 2022 წლის ჩათვლით ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას და შესაბამისი სისტემების დანერგვას გულისხმობს.
07.02.2020 19:21
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის, რომ სახელმწიფომ, რეგიონების განვითარების მიზნით, მოამზადა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, შეიმუშავა დეცენტრალიზაციის სტრატეგია და „ჭკვიანი სპეციალიზაცია“.
07.02.2020 18:47
ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. მხარეებმა ევროპული საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
07.02.2020 13:32
კავკასუს ონლაინს 90 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, შესაძლოა, კომპანიას ავტორიზაცია შეუჩერდეს. „კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება კვლავ არ შეუსრულებიათ, რის გამოც, შპს „კავკასუს ონლაინი“ 90 000 ლარით, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 63 930 ლარით დაჯარიმდნენ.
07.02.2020 10:30
ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა CENTRAL BANKING-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კომპანია "მონტრანმა", საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) დანერგვისთვის - გირაოს მართვის სერვისების საუკეთესო მიმწოდებელის" ნომინაციაში გაიმარჯვა.
07.02.2020 00:56
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი USAID-ის ენერგეტიკული სასწავლო კურსის მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრო და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
06.02.2020 20:30